პათოფიზიოლოგია ექთნებისთვის – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

0
55
პათოფიზიოლოგია ექთნებისთვის - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური, პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

პათოფიზიოლოგია ექთნებისთვის

პათოფიზიოლოგიის შესავალი

სიტყვა „patho” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან pathos, რომელიც ნიშნავს ტანჯვას
(ზიანის მიყენებას). ბერძნული სიტყვა ‘logos” ნიშნავს საუბარს (განხილვას) და „physio” კი ორგანიზმის ფუნქციებს. ზოგადად, პათოფიზიოლოგია სისტემურად შეისწავლის დაავადების და/ან დაზიანების ფონზე უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში მიმდინარე ფუნქციურ ცვლილებებს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოადგენს პათოლოგიური პროცესის შედეგად დამდგარი ზიანის შემადგენელ კომპონენტს.
უჯრედული ბიოლოგიისა და ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნა აუცილებელ პირობას წარმოადგენს პათოფიზიოლოგიის შესწავლისთვის.
პათოფიზიოლოგიის გასაგებად სტუდენტმა უნდა გამოიყენოს ისეთი დისციპლინების პრინციპების, კონცეფციების საბაზისო ცოდნა, როგორიცაა ბიოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, პათოლოგია და ეპიდემიოლოგია. პათოფიზიოლოგიაზე მსჯელობისას სხვადასხვა ტერმინები გამოიყენება; ისინი შეიძლება ურთიერთჩანაცვლებითად გამოიყენებოდეს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს მათ ერთგვაროვან შინაარსს.
სტუდენტებისთვის პათოფიზიოლოგია წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელს
პრეკლინიკურ და კლინიკურ ნაწილებს შორის. იგი ღრმად უნდა იქნას შესწავლილი სასწავლო კურსის საწყის ეტაპზე. პათოფიზიოლოგიასთან მიმართებაში ჩვენს გონებაში ჩამოყალიბებული დეფინიციები და კონცეპტუალური მოდელები გავლენას ახდენს ჩვენს დაკვირვებებსა და ქმედებების რაციონალურობაზე. აქედან გამომდინარე, კლინიცისტებმა სწორად უნდა გაიაზრონ ის ფაქტი, რომ პათოფიზიოლოგია არამარტო მეცნიერებაა, არამედ ასევე იძლევა ინფორმაციას არსებული დაზიანების შესახებ. კლინიცისტებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ მხედველობაში დეფინიციის აღნიშნული ნაწილი.

202310190723-პათოფიზიოლოგია-i

პათოფიზიოლოგია ექთნებისთვის - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ