ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრო„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, – განაცხადა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას – საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში – მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით – მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  რამდენად ეთიკურია, თუკი შესაძლებელი იყო რეფერენტული ფასების დაწესება, რატომ არ გააკეთა სექტორმა ეს იქამდე, ვიდრე ამ საქმეს სახელმწიფომ არ ითავა - მიხეილ სარჯველაძე ეთიკის პრობლემა ნაკლებად ხედავს, რადგან ბიზნესის არსი მაინც ისაა, რომ ის ყოველთვის მიდრეკილია, ნაკლებად სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფოს როლი კი აქ გაცილებით მნიშვნელოვანია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights