ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

0
33
ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში
#post_seo_title

ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელი

დკსჯეც-ის მიერ ლუგარის ცენტრისა და მთელი ლაბორატორიული ქსელისთვის შემუშავებული და დანერგილია ბიოუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის, საზოგადოების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას.
დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელი იყენებს ბიოუსაფრთხოების უნიფიცირებულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ბიორისკების მართვაზე. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელის მიერ, რომლის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები და წარმოადგენენ ბიოუსაფრთხოების კვალიფიციურ ექსპერტებს. დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი.

ბიოუსაფრთხოების კომიტეტი

დკსჯეც-ის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრის ბაზაზე და მისი მოვალეობაა იმ პოლიტიკის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) და მეთოდური სახელმძღვანელოების (გაიდლაინების) მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბიოუსაფრთხოებასთან, ბიოდაცვასთან და ბიოლოგიური მასალების პასუხისმგებლობით გამოყენებასთან. აღნიშნული, როგორც მინიმუმ მოიცავს პათოგენებს, მათ შორის განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს, ადამიანური და პრიმატული წარმოშობის მასალებს (მათ შორის მომზადებულ უჯრედულ კულტურებს) და რეკომბინანტულ დნმ-ებს. კომიტეტი უზრუნველყოფს ბიოსაშიში მასალების გამოყენებით მიმდინარე კვლევების ჩატარებას მკვლევარებისთვის, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებისთვის და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
კომიტეტი ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს დკსჯეც მენეჯმენტისათვის.

BSL-2, BSL-3 (biousafrTxoebis meore და mesame donიs laboratoriebi)

ლუგარის ცენტრში არსებობს BSL-2 და BSL-3 ლაბორატორიები, BSL-3 ლაბორატორიები უნიკალურს ხდის მას კავკასიის რეგიონში. პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური კოდების სისტემა და თვალის სკანირება. BSL-3 ზონა წარმოადგენს სპეციალურ სერთიფიცირებულ მომხმარებელზე გათვლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია ისეთი თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი გასასვლელები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა, ჰაერის გამწოვი სისტემები ორმაგი HEPA ფილტრებით, და თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით.

ბიოუსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ( სოპ) და სახელმძღვანელოები

ყველა პროცედურა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების მიხედვით. ცენტრში ფუნქციონირებს ბიოუსაფრთხოების ორი სახელმძღვანელო (ლუგარის ცენტრისთვის და ლაბორატორიული ქსელისთვის).
ცენტრში ასევე შემუშავებულია და ფუნქციონირებს სოპ-ბი, რომლებიც 7 (შვიდ) ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:
1. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი ლუგარის ცენტრისთვის
2. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი დკსჯეც-ის რეგიონალური და ზონალური ლაბორატორიებისათვის.
3. მიკროორგანიზმის კულტურებთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავისათვის
4. ნიმუშთან/სინჯთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი დკსჯეც/ლუგარის ცენტრში, რეგიონალურ და ზონალურ ლაბორატორიებში,
5. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურებიბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ლაბორატორიებში
6. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები უსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ლაბორატორიებში
7. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები რეფერენს/საცნობარო ლაბორატორიებში

პროფესიული ჯანდაცვა

BSL-2 და BSL-3 აგენტებთან მომუშავე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ვაქცინირებულები არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის პროგრამის შესაბამისად.
BSL-2 და BSL-3 პათოგენებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი იმყოფება სამედიცინო კონტროლის ქვეშ (სამედიცინო შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ).
ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორიის თანამშრომელთა რესპირატორული სისტემის დაცვის პროგრამა.

ბიოუსაფრთხოების ტრეინინგი

დკსჯეც ახორციელებს ბიოუსაფრთხოების ტრენინგის პროგრამას ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც ორიენტირებულია კარგ ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და შიდა წესების დაცვაზე.
ბიოუსაფრთხოების ტრეინინგები ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და ინციდენტების პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ, აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ