სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიუძილობა მჭირს. რა ვქნა? - გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ...

უძილობა მჭირს. რა ვქნა? – გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

უძილობა (ინსომნია) ორი ტიპის არსებობს. შესაბამისად მკურნალობის მეთოდიც ორგვარია. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები სამ თვეზე მეტხანს არ გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ხანმოკლე (მწვავე) უძილობა გჭირთ. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციას რაღაც კონკრეტული მიზეზი აქვს (მძაფრი ტკივილები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მძიმე კამათი). თუ სამი თვის განმავლობაში პრობლემები კვირაში სამჯერ მაინც თავს იჩენს, ეს უკვე ქრონიკული უძილობაა.

გაარკვიეთ რა ტიპის უძილობა გაწუხებთ, და გაწუხებთ თუ არა საერთოდ?

ინსომნიისას სამივე სიმპტომი უნდა გქონდეთ:

– ვერ ახერხებთ დაძინებას 20-30 წუთის განმავლობაში, ან მალევე გეღვიძებათ, ან დროზე ადრე გეღვიძებათ (სულ ცოტა 30 წუთით ადრე) და ხელახლა ჩაძინებას ვერ ახერხებთ.
– ეს პრობლემები გაწუხებთ იმის მიუხედავად, რომ ძილისთვის ნორმალური პირობები გაქვთ.
–  ამ ყველაფრის გამო დღისით ფაქტობრივად უფუნქციო ხართ.

უძილობა არის ან ცალკეული აშლილობა ან რაღაცის შედეგი, მაგალითად, რაიმე დაავადების. ამის გარკვევა, ჩვეულებრივ, მხოლოდ ექიმს შეუძლია. უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ასევე გარკვეული პრეპარატების მიღებამაც. აშკარა სტიმულატორების გარდა, როგორებიცაა კოფეინი, ამფეტამინი ან მოდაფინილი, ესენია ანტიდეპრესანტები, მედიკამენტები, რომელიც ბრონქებს აფართოებს (თეოფილინი), ბეტა-ბლოკატორები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი) და სხვ. უძილობის პროვოცირება ალკოჰოლს და სიგარეტსაც შეუძლია.

შეეცადეთ თავად გაუმკლავდეთ

ექიმს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ უძილობა გაუსაძლისია. თუ ასე არ არის, შეეცადეთ მას თავად გაუმკლავდეთ.

ხანმოკლე უძილობა მალევე აღმოიფხვრება მას შემდეგ, რაც პრობლემა გვარდება ან ადამიანი მოერგება ხოლმე გარემოებებს, რომლებიც მისი უძილობის მაპროვოცირებელი გახდა. ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად დაბრუნდება ნორმის ფარგლებში, თუკი ეგრეთ წოდებულ ძილის ჰიგიენას დაცავთ. ამისთვის საჭიროა:

– შეეცადეთ ერთი და იგივე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ (დასვენების დღეების ჩათვლით). ამასთან, უკეთესია თუ ძილი მოგერევათ და ისე წახვალთ დასაძინებლად.

– თუკი 20 წუთის განმავლობაში არ დაგეძინებათ, წიგნის წასაკითხად ან მუსიკის მოსასმენად სხვა ოთახში გადაინაცვლეთ. ასეთ დროს ჩაძინებას და ხანგრძლივ წვალებას შორის ასოციაცია არ გაგიჩნებათ. დასაძინებლად დაბრუნდით მაშინ, როდესაც ძილი მოგერევათ.

– შეძლებისდაგვარად შეეცადეთ პრობლემები და სანერვიულო თემები მანამდე მოაგვაროთ, ვიდრე ძილს გადაწყვეტთ;

– დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმენით დაბალი განათებით და გამორთეთ ტელევიზორი;

– საწოლი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ: ძილისთვის და სექსისთვის. მუშაობა, ჭამა და ფილმების ყურება საწოლში არ შეიძლება;

– სადილის მერე ნუ დალევთ სასმელს კოფეინის შემცველობით;

– ნუ ეცდებით ძალით დაძინებას;

– არ დალიოთ ალკოჰოლური სასამელი და არ მოწიოთ სიგარეტი დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე;

– არ დაიძინოთ დღისით, განსაკუთრებით 20-30 წუთზე მეტხანს და განსაკუთრებით სადილის შემდეგ;

– არ არის საჭირო ინტენსიური ან/და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში (20 წუთი საკმარისია) დაძინებამდე 4-5 საათით ადრე.

თუ არაფერი გშველით მიმართეთ ექიმს

მწვავე უძილობის დროს, ძილის წამლების (მაგალითად ბენზოდიაზეპინები, “ანდანტე”) ცოტა ხნის განმავლობაში მიღება შეიძლება, ოღონდ ის ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. პირველი თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (დიმედროლი, “დონორმილი”) ასევე იყენებენ ძილის წამლებად. ადრე მათ ალერგიის წინააღმდეგ სვამდნენ, მაგრამ მას შემდეგ ახალი ანტიჰისტამინური საშუალებები გაჩნდა, რომლებსაც უკუჩვენება არ აქვს, კერძოდ არ გთენთავს.

საქართველოში, ამ პრეპარატების თითქმის 99% ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაშია. (რეცეპტი სჭირდება მხოლოდ დიმედროლის და ცეტირიზინის ჯგუფის შემცველ პრეპარატებს). აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც ისინი ურეცეპტოდ იყიდება. მცენარეულ პრეპარატებს, როგორიც არის მაგალითად კატაბალახას წვეთები (ვალერიანი) რეცეპტი საქართველოშიც არ სჭირდება, მაგრამ კვლევების თანახმად, ის აღმოჩნდა ან პლაცებოზე ნაკლებად ეფექტური, ან არასაკმარისად შესწავლილი იმისათვის, რომ მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე რამე დანამდვილებით ითქვას.

ბოლო დროს, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს დასაწყისში ურჩევენ არა აბების მიღებას, არამედ ძილის ჰიგიენის დაცვას და კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის გავლას (თუ რა თქმა უნდა, პაციენტს ნორმალურ ფსიქოთერაპევტზე ხელი მიუწვდება). ეს ფსიქოტერაპიის სახეობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს მშვიდად აღიქვას თავისი პრობლემები და სწორად მიუდგეს დაძინების პროცესს. იმავდროულად, ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ პრობლემის გაღრმავებისკენ მიდრეკილება. ისინი ნერვიულობენ, რომ ძილის დეფიციტი მათ ჯანმრთელობას აზიანებს და ნორმალურ მუშაობაში ხელს უშლის. ამ შფოთის გამო, მათ კიდევ უფრო უჭირთ დაძინება. ფსიქოტერაპიას ამ წრის გარღვევა შეუძლია. ქრონიკული უძილობის შემთხვევაში აბები მიღებას ეს მიდგომა ჯობს. მაგრამ თუ უძილობა სერიოზულად ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას, მაშინ ექიმი, რა თქმა უნდა, უმალ დაგინიშნავთ წამლებს. მათი მიღებაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება.

თუკი ექიმი უძილობის მაპროვოცირებელ დაავადებას აღმოაჩნეს, ის საწყისი პრობლემის მკურნალობას დაგინიშნავთ, რაც ძილსაც მოაწესრიგებს. მაგალითად, ადამიანებს რომლებსაც ძილის ობსტრუქციული აპნოე აქვთ (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება) ღამე ხშირად იღვიძებენ და დღისით თავს გამოუძინებლად გრძნობენ. ამ პრობლემისგან თუ გათავისუფლდებით, ძილიც ნორმალურ კალაპოტში მოექცევა.

ექიმთან წასასვლელად მოემზადეთ

ექიმს ძალიან დაეხმარება, თუკი თქვენ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ძილის დღიურს აწარმოებთ, რომელშიც ყოველდღიურად უნდა აღრიცხოთ:

– რომელ საათზე დაწექით დასაძინებლდ, აპირებდით გაღვიძებას და საბოლოოდ როდის გაიღვიძეთ;

– ღამის განმავლობაში რამდენჯერ გაგეღვიძათ და რა დრო დაგჭირდათ ხელახლა დაძინებისთვის;

– რამდენ ხანს ვერ იძინებდით;

– გეძინათ თუ არა დღისით და რა ხნის განმავლობაში;

– მიიღეთ თუ არა ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები (რამდენი და როდის);

– აუცილებლად იქონიეთ თან იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებსაც იღებთ.

გარდა ამისა, ექიმი სავარაუდოდ მოგთხოვთ ტესტის გავლას დღისით ძილისკენ მიდრეკილებაზე.

ჩვეულებრივ, სიტუაციაში გასარკვევად ექიმისთვის ეს ინფორმაცია და პაციენტის გასინჯვა საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, საჭიროა პოლისომნოგრაფია (კვლევა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება და რომლის დროსაც აღირიცხება კუნთების აქტიურობა, გულის რიტმი, თვალების მოძრაობა, ტვინის ელექტროაქტივობა და სხვა), სისხლის ანალიზი ან სხვა კვლევები.

რომელ ექიმს მივმართო?

რთული კითხვაა. ტრაიდიცულად, უძილობის მკურნალობა თერაპევტების საქმეა. მხოლოდ რთულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოთ ვიწრო სპეციალისტებს, ეგრეთ წოდებულ სომნოლოგებს. ფართო პროფილის ექიმებთან კონსულტაცია ხშირად დამაძინებელი წამლების დანიშვნით სრულდება, რამაც პრობლემა შეიძლება უფრო გააღრმავოს, თუკი, მაგალითად, უძილობის მიზეზი სხვა დაავადებაა.

ძალიან მოკლე ინსტრუქცია

საჭიროა ძილისთვის ნორმალური პირობების შექმნა: ერთსა და იმავე დროს დაწოლა, სადილის შემდეგ ყავის დალევაზე უარის თქმა, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ალკოჰოლის მიღბაზე და სიგარეტზე ურის თქმა. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საწოლი მხოლოდ ძილთან ასოცირდებოდეს, არ შეიძლება საწოლში ჭამა და ფილმების ყურება. თუკი 20 წუთის განმავლობაში ვერ იძინებთ, სხვა ოთახში გაბრძანდით და დაელოდეთ დროს, ვიდრე ძილი მოგერევათ.

თუკი არაფერი გშველით, მიმართეთ ექიმს. დიდი ალბათობით, ის დაგინიშნავთ ფსიქოთერაპიას და დასაძინებელ პრეპარატებს.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights