ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები
ამ თავში განხილულია:
1. ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების ეტაპების შეფასება;
2. ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა პრინციპები ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიის მიმართ;
3. ერთმანეთთან შედარებულია ადამიანის განვითარების სხვადასხვა თეორიები;
4. აღწერილია ადამიანის განვითარების სხვადსხვა თეორიები;
5. ახსნილია, თუ როგორ შეიძლება განვითარების ძირითადი თემები იქნას გამოყენებული ადამიანის განვითარების თეორიებთან მიმართებით;
6. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანის განვითარების თეორიები პედიატრიულ პრაქტიკაში.
ადამიანის განვითარების ეტაპების ცოდნა საექთნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვის კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ნორმალური ქცევის ცოდნა და მისი შეფასება საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად შეფასდეს პაციენტი და დაისახოს საექთნო პროცესი; ყურადღება გამახვილდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე ადამიანის განვითარების კუთხით, რაც პედიატრიული საექთნო პროცესის ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტია. რამდენიმე პრინციპის, საკითხისა და თეორიის ცოდნა დაეხმარება ექთანს, შეიმუშაოს მკურნალობის ოპტიმალური გეგმა. ეს თავი აღწერს სხვადასხვა პრინციპებსა და თემებს, რომელიც განიხილავს განვითარების მთავარ თეორიებს და უშუალოდ ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული თეორია ბოლომდე განხილული და გაანალიზებული იქნება. ასევე იქნება მოწოდებული მიდგომა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითოეული ეს თეორია ექთანმა პრაქტიკაში.
202306070501-272პედიატრია-i-ტომი-11.07.2020
მასალის გამოყენების პირობები