ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა...

190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა. გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები.

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს, დაიცვათ გამოყენების წესი და ვადები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 15 01.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მეტყველების განვითარების (ლაპარაკის დაწყების) დაგვიანება, განსაკუთრებით 1.5–3 წლის ასაკში - რატომ იწყებენ ბავშვები ლაპარაკს გვიან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights