ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრომიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები...

მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.

ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა – გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.

მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ფოტო ჯანდაცვის სამინისტრო
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights