პარასკევი, იანვარი 31, 2025
მთავარიშენი ექიმიახალი კვლევა - COVID-19 ვაქცინაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების მძიმე შემთხვევათა...

ახალი კვლევა – COVID-19 ვაქცინაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების მძიმე შემთხვევათა (მათ შორის, სიკვდილის) ნახევარზე მეტის თავიდან აცილება მოახერხა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს ახალ კვლევას, რომელიც ცხადყოფს, რომ COVID-19 ვაქცინაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების მძიმე შემთხვევათა (მათ შორის, სიკვდილის) ნახევარზე მეტის თავიდან აცილება მოახერხა. დასკვნები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს COVID-19 ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლს ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის: ასაკოვანი ადამიანებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

კვლევა გამოქვეყნდა The Lancet Regional Health – Europe-ში. იგი ჩატარდა 6 ქვეყანაში (ალბანეთი, საქართველო, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და კოსოვო) 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ნოემბრამდე. ეს არის პირველი კვლევა, რომლის მიზანი იყო COVID-19 ვაქცინის ეფექტურობის შეფასება საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და WHO-ს ევროპის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში.

საავადმყოფოების რესურსები, როგორიცაა საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, ამოწურვადია. კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19 ვაქცინაციამ თავიდან აგვაცილა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა ნახევარზე მეტი, შემცირდა მიღება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ისევე როგორც ტვირთი ჯანდაცვის სისტემებსა და სამედიცინო პერსონალზე. რაც უფრო დაბალია COVID-19 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, მით უფრო დაბალია დაავადების გადაცემის ალბათობა თავად ჯანდაცვის სპეციალისტებს შორისაც, რაც გადამწყვეტია საავადმყოფოებში პერსონალის ადეკვატური რაოდენობის უზრუნველსაყოფად. მდგრადი ჯანდაცვის სისტემები უკეთ არიან მომზადებული მომავალი პანდემიებისა ან ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
ოლღა თარხან-მოურავი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი და კვლევის თანაავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: „ჩვენ დავინახეთ, რომ ევროპის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა სახის COVID-19 ვაქცინები იქნა გამოყენებული, მათი ეფექტურობა მაღალი იყო კორონავირუსის მძიმე შედეგების თავიდან აცილების კუთხით, როგორიცაა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი, 6 თვის განმავლობაში. ეს გზავნილი კვლავ აქტუალურია: COVID-19 კვლავ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, უმეტესად მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.”
„COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი მუდვიმად განიცდის ცვლილებას, რის გამოც ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა დროთა განმავლობაში შემცირდეს. განახლებული ვაქცინები კი უზრუნველყოფენ მაღალ დაცვას ახალი ვარიანტებისგან, რომლებიც იწვევენ ინფექციისა და ჰოსპიტალიზაციის ახალ შემთხვევებს“ – ამბობს თამილა ზარდიაშვილი, კვლევის თანაავტორი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ეპიდემიოლოგი.
გაიგეთ მეტი
📚 A new study from the WHO Regional Office for Europe shows that COVID-19 vaccines prevented over half of COVID-19-related hospitalizations and over half of all severe outcomes, including death. These findings highlight again the power of COVID-19 vaccination to safeguard health, especially for the most vulnerable, including older persons and people with underlying conditions.
Published in The Lancet Regional Health – Europe, this COVID-19 vaccine effectiveness study, conducted in 6 countries and areas (Albania, Georgia, Kyrgyzstan, North Macedonia, Serbia and Kosovo 1) from January 2022 to November 2023, is the first study to evaluate COVID-19 vaccine effectiveness in middle-income countries and areas across the eastern part of the WHO European Region.
Hospitals have finite resources, such as beds, ventilators, and intensive care units (ICUs). Data from the study show that COVID-19 vaccinations prevented over half of hospitalizations, thereby reducing admissions to ICUs and lessening the burden on health systems and the health workforce. Fewer COVID-19 hospitalizations also mean lower likelihood of COVID-19 exposure and transmission among health-care workers themselves, which is critical to ensure adequate staffing levels in hospitals. A resilient health system is better prepared for future pandemics or health emergencies.
Olgha Tarkhan-Mouravi, a medical epidemiologist at the National Center for Disease Control for Georgia and the co-author of the study highlighted: “It was found out that in the eastern European Region countries where different kinds of COVID-19 vaccines have been used, the vaccines were very effective in preventing severe outcomes from COVID-19, such as hospitalization and death, for a period of 6 months. This message is still relevant as ever: COVID-19 continues to cause hospitalizations and deaths, overwhelmingly in high-risk people.”
“The virus causing COVID-19 is not stable and protection from vaccination might decline over time. To provide strong protection against new variants responsible for most infections and hospitalizations could be achieved by the updated vaccines” reiterated Tamila Zardiashvili, a medical epidemiologist at the WHO Country Office Georgia and one of the co-authors of the study.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
ლოზანის საავადმყოფო წამალს ფეკალური ბაქტერიებისგან ამზადებს

ლოზანის საავადმყოფო წამალს ფეკალური ბაქტერიებისგან ამზადებს

30 იანვარი 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights