ადამიანის ფასციოლოზი – მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია (ცხოველის და ადამიანის დაავადება)

0
403
ადამიანის ფასციოლოზი - მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია (ცხოველის და ადამიანის დაავადება)
#post_seo_title

ადამიანის ფასციოლოზი

ფასციოლოზი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ზოონოზია (ცხოველის და ადამიანის დაავადება). მისი ძირითადი გამომწვევია პარაზიტები – ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica) და გიგანტური ორპირა (Fasciola gigantica).

ღვიძლის ორპირა პარაზიტობს ადამიანის, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, აგრეთვე ღორის, ვირის, ირმის, აქლემის და მღრღნელების ორგანიზმში.  გადაცემა ხდება მტკნარი წყლის მოლუსკის – მცირე ტბორულას (Lumnea trunkatula) მიერ.

ცხოველის ან ადამიანის ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოყოფილი ფასციოლას კვერცხი აუცილებლად უნდა მოხვდეს მტკნარი წყლის წყალსატევში, სადაც 4-6 კვირის შემდეგ კვერცხიდან გამოდის ლარვა-მირაციდი, რომელსაც შესწევს უნარი შუამავალი პატრონის – მოლუსკის ორგანიზმში შეიჭრას. აქ ხდება პარაზიტის ლარვული ფაზის რთული განვითარება და გამრავლება, რომელიც მოლუსკის ორგანიზმიდან ე.წ. ცერკარიების გამოსვლით მთავრდება. ეს უკანასკნელნი თავისუფლად დაცურავენ წყალსატევში და საბოლოოდ ადოლესკარიად გადაიქცევიან.

ადოლესკარიები მჭიდროდ ეკვრიან საკვებად გამოსაყენებელი მწვანილის (წიწმატი, მწვანე სალათა, ხახვი, პრასი და სხვა ბოსტნეული) ფოთლებს და ღეროებს ან თავისუფლად დაცურავენ სასმელ წყალში. სწორედ ასეთი მწვანილისა და წყლის გამოყენების შედეგად ხდება ადამიანის დაინფიცირება ფასციოლებით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ადოლესკარიებიდან იჩეკებიან ფასციოლას ლარვები, რომლებიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ გადაადგილდებიან.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდეა. კლინიკურ მიმდინარეობაში განარჩევენ ორ – მწვავე და ქრონიკულ ფაზას.

მწვავე ფაზა იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მადის დაქვეითებით, ზოგჯერ გამონაყრით. დამახასიათებელია ცხელება, სწრაფად ვლინდება ტკივილი ეპიგასტრიუმსა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, იწყება გულისრევა, ზოგჯერ – ღებინება. თანდათან დიდდება ღვიძლი. ღვიძლის ზრდა სწრაფი და ინტენსიურია. ზომიერად დიდდება ელენთა.

ქრონიკული ფაზისათვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილი ზოგჯერ  მეტად ინტენსიური ხასიათისაა და წააგავს ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების შეტევას. სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, თუმცა გამორიცხული არ არის ხანგამოშვებით  380-მდე აწევა. ასევე შესაძლებელია პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილიის არსებობაც. ფასციოლოზის ორივე ფაზაში ცვლილებები ვლინდება კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლისა და ღვიძლის  ფუნქციურ მდგომარეობაზე.

  ფაქტები თამბაქოზე - სიკვდილობის, ავადობის და სიღარიბის წამყვანი მიზეზი

ადამიანის ფასციოლოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:

1.ე.წ. „ტელმანის` მეთოდი (პარაზიტის კვერცხის ნახვა დაინვაზიებულის განავალში);

2. იმუნოფერმენტული ანალიზის რეაქცია.

სამკურნალოდ ჯანმოს-ს მიერ რეკომენდირებულია ტრიკლაბენდაზოლი (ეგატენი).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2008 წლიდან საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით აწვდის ეგატენს. პრეპარატის გაცემა ხდება დკსჯეც-ის მიერ სამკურნალო დაწესებულებიდან მოწოდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა # IV -100/ა) საფუძველზე უფასოდ.

ჯანმო-ს მონაცემებით დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანია ინფიცირებული ფასციოლოზით მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ყველაზე მეტად აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული. 1997 წლიდან საქართველოშიც შეინიშნება  ადამიანის ფასციოლოზის შემთხვევების მატება და ყოველწლიურად საშუალოდ 50-მდე პაცინტი აღირიცხება. ავადმყოფების უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდანაა, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონიდან,

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ