სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

თბილისის მე-11რაიონული სამსახურის 1132 ბრიგადამ მშობიარობა ბინაზე მიიღო.

“ექიმ სალომე კოკაიას გადმოცემით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას კორპუსის წინ პანიკაში მყოფი მეზობლები დახვდნენ. ძველებურ კორპუსში ლიფტის არარსებობის მიუხედავად ექიმები წამებში პაციენტთან იყვნენ. ნაადრევად მშობიარობა დაწყებული ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და შველას ითხოვდა. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად სამყაროს პატარა ვარდისფერლოყებიანი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. ექიმების მიერ მოხდა დედის პარამეტრების შეფასება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე. 

ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახლად დაბადებული პატარა ბიჭუნა სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
სალომე კოკაია მეან-გინეკოლოგია და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობის პერიოდში მისთვის ეს ბინაზე მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა იყო. ახალი სიცოცხლის დაბადების პროცესში მონაწილეობამ, მას კიდევ ერთხელ დაანახა მისი პროფესიისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

გვეამაყება: ჩვენი ეკიპაჟის მაღალი პროფესიონალიზმი. ექიმი – სალომე კოკაია, უმცროსი ექიმი – მარიტა სომხიშვილი, მძღოლი მამუკა მიქაია” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ მოქმედებს სტრესი დიაბეტის განვითარებაზე? როგორ დავიცვათ თავი? - სტრესი, კონფლიქტი და დიაბეტი – ჩუმი საფრთხე ოფისში - რა აჩვენა კვლევამ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights