სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი"ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება" -...

“ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება” – პაატა იმნაძე

„ვაქცინა ადამიანებს გრიპის ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, შესაბამისად, მოქალაქეებს ვურჩევ, მაქსიმალურად ჩაერთონ გრიპის ვაქცინაციის პროცესში. მითია, თითქოს, ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2 კვირა არ უნდა იყოს ავადობის პერიოდი. ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება“ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. 

ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. რისკი ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე საჭიროა. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ყველას, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, განსაკუთრებით ბავშვები“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთება ნებისმიერი სეზონის განმავლობაში შეიძლება, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის “ამუშავებას” 10 დღიდან 2 კვირამდე ვადა სჭირდება.

“ვაქცინის გაკეთება ყოველთვის შეიძლება სეზონის განმავლობაში, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ, როცა უკვე გრიპის ვირუსი მასშტაბურად ცირკულირებს, დღეს რომ გაიკეთო და ხვალ ავად გახდე, არ უნდა თქვა, რომ ვაქცინამ არ იმუშავა. ვაქცინამ რომ იმუშაოს და დაიწყოს დაცვა, სჭირდება დაახლოებით, 10 დღე – 2 კვირა,” – ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ მითია, თითქოს, ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2 კვირა არ უნდა იყოს ავადობის პერიოდი. ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება,” – განმარტავს პაატა იმნაძე.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაწესებულებების სრული სია, სადაც ვაქციანაცია ტარდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - ფინანსური სტიმულები და წახალისება ნამდვილად ზრდის მედიკამენტების რეგისტრაციის რაოდენობას, თუმცა არ აუმჯობესებს ხარისხობრივ მიღწევებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights