სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრორესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება - პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება – პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის თანახმად, არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება, სადაც იფუნქციონირებს 400 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულების, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებით, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განვითარებული იქნება მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, კლინიკური ლაბორატორიები.

„შეიქმნება განყოფილება პაციენტების პალიატიური მოვლისთვის. მოეწყობა იზოლირებული დეპარტამენტი პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პაციენტებისთვის. შეიქმნება სარეზერვო სივრცე ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი. მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. არსებული შენობა სპეციალური ხიდით დაუკავშირდება ახალ შენობას, რომელიც ყოფილი ე.წ. პათანატომიის შენობის ადგილას აშენდება.

ახალ შენობაში განთავსდება 250 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზირებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე (ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგიაკომბუსტიოლოგია, ჰიბრიდული საოპერაციოები), განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი.

აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა ინფექციური ბლოკი;

ახალი კონცეფციის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილი იქნება 700-ზე მეტ საწოლზე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონას.

პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი, სავარაუდო ბიუჯეტი 160 მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კლინიკების ხელმძღვანელები მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights