სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა

მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა

მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში  სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ოცდახუთი თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს.

შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და სრულად ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების  სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო

პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ნიკოლოზ ჩიქოვანთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ანტონ ობოლაშვილთან და სამველ მანუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights