კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისამინისტროაფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ

აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა „ეუ დენტში” სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.

„მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოხატული თანადგომისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა დროებით დევნილმა საზოგადოებამ მიიღოს სრულფასოვანი სერვისი. სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს დევნილებს მეტი სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ უფასოდ”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

სამინისტროს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის დაწყება.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრტცელებს.

აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ფოტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

#drpkhakadze

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  სამინისტრო აფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights