სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტროშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მომსახურება დანერგა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მომსახურება დანერგა

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურება“ (ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი) ამოქმედდა, რომელიც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრის საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე ადგილზე გაეცნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას.

ცენტრების მუშაობის სტანდარტიზაციის მიზნით, 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights