სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი კიდევ ერთი საინტერესო და იშვიათი ოპერაცია წარმატებით გაკეთდა ჩვენს ჰოსპიტალში - ჯო...

 კიდევ ერთი საინტერესო და იშვიათი ოპერაცია წარმატებით გაკეთდა ჩვენს ჰოსპიტალში – ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

 კიდევ ერთი საინტერესო და იშვიათი ოპერაცია წარმატებით გაკეთდა ჩვენს ჰოსპიტალში. საინტერესო იყო ორი კუთხით: შინაარსით და დატვირთვით.

 ეს არის განმეორებითი ოპერაცია. პირველი ოპერაცია გაკეთდა, დაახლოებით, 20 წლის წინ ბატონი ავთანდილ ცინცაძის ხელმძღვანელობით. აღმავალი აორტის ანევრიზმის გამო მაშინ პაციენტს ჩაუტარდა ბენტალ-დე ბონოს ოპერაცია, აორტის მექანიკური სარქვლით. ცოტა ხნის წინ პაციენტმა მოგვმართა გულის უკმარისობის კლინიკით, კვლევების საფუძველზე დადგინდა აორტის მექანიკური სარქვლის დისფუნქცია, რაც გამოწვეული იყო სარქვლის ქვეშ ჭარბი შემაერთებელი ქსოვილის ზრდით.
ასეთ შემთხვევებში ხშირად კეთდება განმეორებითი ბენტალ-დე ბონოს ოპერაცია, ანუ მთლიანად იცვლება სარქველშემცველი სისხლძარღვოვანი პროთეზი კორონარული არტერიების გადატანით, რაც გაცილებით მასშტაბური, ტრავმული და მაღალი რისკის ოპერაციაა, ვიდრე პირველადი ოპერაცია.
ჩვენ შევძელით მხოლოდ დაზიანებული სარქვლის გამოცვლა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ოპერაციის მასშტაბი. ოპერაციამ და ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა გართულების გარეშე. პაციენტი თავს გრძნობს კარგად.
„ჩემთვის შემთხვევას გარკვეული ისტორიული დატვირთვაც აქვს, რადგან მე იმ წელს მოვედი პირველად ჯოენში, როდესაც ეს ოპერაცია ჩაუტარდა ამ პაციენტს და 20 წლის შემდეგ ისევ ბატონ ავთოსთან ერთად მომიწია კიდევ უფრო საინტერესო ოპერაციის გაკეთება.
დიდი იმედი მაქვს, რომ წლების შემდეგ ჯოენში აღზრდილ ღირსეულ კარდიოქირურგებთან ერთად, მეც მომიწევს ბევრი თანამედროვე და წარმატებული ოპერაციების წარმოება.
ავთანდილ ცინცაძის შრომა შეუფასებელია, როგორც ჯოენის ცენტრის განვითარებაში, ასევე ჩემი, როგორც კარდიოქირურგის ჩამოყალიბებაში. დიდი მადლობა მას ამისთვის“. – არტურ ლემონჯავა, მოზრდილთა კარდიოქირურგი
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რას ნიშნავს „საყვარელი მხარეობა“? - რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights