ორშაბათი, მარტი 31, 2025
მთავარისამინისტროკასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა - ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ...

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა – ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ.

დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.
კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება, მათ შორის არის, ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, იზოლირებული კაბინეტი, ინფექციური პაციენტებისათვის.
დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, ემსახურება.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დიალიზის ცენტრში იყოფებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები და სხვა სტუმრები.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თუ მეგრული სამზარეულო გიყვარს, ეს კერძები აუცილებლად უნდა გასინჯოთ

თუ მეგრული სამზარეულო გიყვარს, ეს კერძები აუცილებლად უნდა გასინჯოთ

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights