სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს, ტენდენცია აუცილებლად...

„ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს, ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

„ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ უნდა გაგრძელდეს.“ ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ანგარიშის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის თანამშრომლებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ონკოლოგიური სერვისების დაფინანსება დაახლოებით გახუთმაგებულია და ასეულობით მილიონ ლარს მოიცავს.

„ეს არ არის ის ნიშნული, რომლითაც კმაყოფილი ვიქნებით. ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, ვიდრე თითოეული პაციენტი მიწოდებული სერვისებით კმაყოფილი არ იქნება. ამ თვალსაზრისით, ტენდენცია მართლაც დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური გაუმჯობესება მეტწილად ხმარდებოდეს იმ სოციალურ პროექტებს, რომლითაც შეგვიძლია, შემდეგ თავიც მოვიწონოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღევანდელი თემატური მოკვლევის ანგარიში და მისი წარდგენა ემთხვევა იმ დღეს, როდესაც აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე. ალბათ არსად, არცერთ სფეროში, არცერთი პაციენტის შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის პაციენტის უსაფრთხოება, ინტერესის დაცვა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, როგორც ონკოლოგიის სფეროში. ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს ამ სახით აღნიშნავს კომიტეტი მნიშვნელოვან ინიციატივას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დასკვნა

საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა თითოეული პაციენტი ხარისხიანი სერვისებით იყოს უზრუნველყოფილი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების გაზიარება და სხვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights