პარასკევი, მარტი 7, 2025
მთავარისამინისტრო„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა...

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია – ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ისინი მოქალაქეებს. მაგალითად, სახელმწიფო თავად ყიდულობს და პაციენტებს უზრუნველყოფს იმ ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა წარმოების უფლება, სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ არ აქვთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.

„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.

კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე – სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება – ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტოპ ტურისტული ღირსშესანიშნაობები ჩინეთში

ტოპ ტურისტული ღირსშესანიშნაობები ჩინეთში

6 March, 2025
რას ჰყვება საკუთარ ტრაგედიებზე ქალი, რომლის ქალიშვილი პოლიციელმა ქმარმა მოკლა ზესტაფონში, ახლა კი ვაჟიც დაეღუპა

რას ჰყვება საკუთარ ტრაგედიებზე ქალი, რომლის ქალიშვილი პოლიციელმა ქმარმა მოკლა ზესტაფონში, ახლა კი ვაჟიც დაეღუპა

6 მარტი 2025
რა დეტალებს უნდა მიაქციეთ ყურადღება სახლში , თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ

რა დეტალებს უნდა მიაქციეთ ყურადღება სახლში , თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ

მარტი 6, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ

მარტი 6, 2025
ტრენდული თმის ფერი, 2025 წლის გაზაფხულზე როგორი ფერები იქნება პოპულარული?

ტრენდული თმის ფერი, 2025 წლის გაზაფხულზე როგორი ფერები იქნება პოპულარული?

მარტი 6, 2025
5 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა ფრენაზე არ დაგიშვან

5 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა ფრენაზე არ დაგიშვან

6 მარტი 2025
ვაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

ვაზისუბანში ფეხბურთის მოედანი და სკეიტპარკი მოეწყო

მარტი 6, 2025
ITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ  — ვიზიტ ჯორჯია

ITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ — ვიზიტ ჯორჯია

მარტი 6, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights