ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
მთავარისამინისტროჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტსა და თანდართულ დოკუმენტებზე: „ქვეყნის ძირითად მონაცემებზე და მიმართულებებზე 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკითხები კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა მიმოიხილა ბოლო წლების ეკონომიკური ტენდენციები და აღნიშნა, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციები აღინიშნებოდა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც და ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, 2021 წელთან შედარებით, 7 მილიარდ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ისევე როგორც წინა წლებში, 2025 წლის ბიუჯეტიც ამ ეტაპზე კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

• რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;

• მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც;

• საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%);

• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს. 2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;

• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 25,1%-ია;

• ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებშია.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ერთი მხრივ, განხორციელდება მაკროეკონომიკური დინამიკის ანალიზი, მეორე მხრივ, აქტიური კონსულტაციები გაიმართება ახალარჩეულ პარლამენტთან და, შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება.

მან ისაუბრა ცალკეული უწყებების დაფინანსების თაობაზეც და განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება 870,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბიუჯეტი თანმიმდევრულად იზრდება, გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი პირველები ვართ ევროპაში. დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანმიმდევრულად ახერხებს მაღალი საგარეო ვალის გასტუმრებას და უკვე გვაქვს ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი პროცენტული კლება. ასევე აღსანიშნავია სამინისტროს ბიუჯეტის მატება, რომელიც მომავალ წელს 870 მილიონი ლარით გაიზრდება. აქცენტები ძირითადად გაკეთებულია სოციალური მიმართულებით. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 200 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და, იმედია, რომ ჯანდაცვის დანახარჯებს ავიყვანთ საშუალო ევროპულ სტატისტიკამდე და საქართველოს მედიცინის აღმავალ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით წარმოდგენილი ბიუჯეტით კიდევ ერთხელ ფიქსირდება რეალური წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და ამაზე ხარჯების გამოკვეთილი ზრდის დინამიკაც მეტყველებს. მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო კომიტეტის მიმართ, რომლის შეხედულებები და ძირითადი პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაშია მთავრობის პოზიციებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აღნიშვნას საჭიროებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომიტეტმა განსახილველ საკითხებს მხარი დაუჭირა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა | შენი ექიმი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights