ოთხშაბათი, ნოემბერი 6, 2024
მთავარისამინისტროჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და გამომდინარე კანონპროექტები განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით უკვე მიღებული კანონის ცალკეული ნორმის გადავადება ხდება.

„შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებული იქნებიან, ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მხოლოდ 8 ფუნქციონირებს. აღნიშნული დაწესებულებების მიერ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საშუალოდ 95 000 დონაცია, საიდანაც 215 000მდე სისხლის კომპონენტი მზადდება.

„დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესისა და კანონით გათვალისწინებული ფასიანი დონორობის სრულად უანგარო პრინციპით ჩანაცვლებისთვის საჭირო ღონისძიებების მხედველობაში მიღებით, იმისათვის, რათა ორგანიზაციულმა საკითხებმა ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს და არ განაპირობოს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, ასევე საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილი ვადა – 2024 წლის 1 დეკემბერი – გადაიწიოს“. ამ მიზნით შემოგვაქვს ეს ცვლილება“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად დამუშავების ეტაპზეა სახელმწიფოს მიერ ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის დადგენილი ვადების ხელახლა განსაზღვრა და კანონის ცალკეული ნაწილების ამოქმედების პროპორციულად გადავადება.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ კახაძის და სალომე ჯინჯოლავას საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით იხილავს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ნოემბერი 2024
როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

ნოემბერი 6, 2024
სოფელი ცოცხნარა/შემოდგომა🍁🍂 – ვიდეო –  Giorgi Gogaladze

სოფელი ცოცხნარა/შემოდგომა🍁🍂 – ვიდეო – Giorgi Gogaladze

ნოემბერი 5, 2024
ქალაქი, რომელიც “წყევლას მალავს” და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს

ქალაქი, რომელიც “წყევლას მალავს” და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს

4 ნოემბერი 2024
კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით

კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით

ნოემბერი 5, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
საქართველოს მოსახლეობა მცირდება – 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობა მცირდება – 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

6 ნოემბერი 2024
8 ნოემბერს Mono Hall-ში ლეგენდარული ინგლისური პოპ-როკ ჯგუფის „Cutting Crew“-ის კონცერტი გაიმართება

8 ნოემბერს Mono Hall-ში ლეგენდარული ინგლისური პოპ-როკ ჯგუფის „Cutting Crew“-ის კონცერტი გაიმართება

ნოემბერი 5, 2024
ოქტომბერში გაძვირებული მომსახურებები და მათი გავლენა ბაზარზე

ოქტომბერში გაძვირებული მომსახურებები და მათი გავლენა ბაზარზე

ნოემბერი 5, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights