ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ უნდა მივხვდეთ რომ უკვე ყალიბდება ჰიპერტენზია, როგორ უნდა გავიზომოთ წნევა სწორად?რომელი აპარატი...

როგორ უნდა მივხვდეთ რომ უკვე ყალიბდება ჰიპერტენზია, როგორ უნდა გავიზომოთ წნევა სწორად?რომელი აპარატი უნდა გამოვიყენოთ წნევის გასაზომად? – საუბრობს კახა ნადარაია

როგორ უნდა მივხვდეთ რომ უკვე ყალიბდება ჰიპერტენზია, როგორ უნდა გავიზომოთ წნევა სწორად?რომელი აპარატი უნდა გამოვიყენოთ წნევის გასაზომად?

ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა.  სისხლძარღვთა სისტემაში სისხლი ხვდება გულის შეკუმშვის – სისტოლის შედეგად. სისტოლის დროს სისხლი აწვება მსხვილი არტერიების კედელს გარკვეული ძალით, რაც ქმნის სისტოლურ არტერიულ წნევას. გულის მოდუნების – დიასტოლის დროს სისხლის ნაკადი მცირდება, რაც შეესაბამება დიასტოლურ არტერიულ წნევას. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს.  არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობა განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულზე. 

საუბრობს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„ძირითადი სიმპტომები არის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, შფოთვა. თუმცა, შესაძლოა, წლები ისე გავიდეს, რომ პაციენტს ჰქონდეს ჰიპერტენზია, მაგრამ ვერ მიხვდეს. ამიტომაც ჰქვია ჰიპერტენზიას „ჩუმი მკვლელი“.
ზოგ შემთხვევაში ჰიპერტენზიის პირველი გამოვლინება არის უკვე ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი, რომელიც შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს.
თუ აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდება, აუცილებლად უნდა მიმართოს მიმართოთ ექიმს. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის წნევის გაზომვა, რაც არის პირველი და უცილობ ელი ტესტი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ დავსვათ ჰიპერტენზიის დიაგნოზი…“

დასკვნა

ჰიპერტენზია სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა გახლავთ, თუმცა ცხოვრების წესის ცვლილებებისა და სწორი მკურნალობის საშუალებით, მისი კონტროლი შესაძლებელია. თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევის ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დიდ მადლობას უხდის გიორგი ფხაკაძეს - „ეს რეალურ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights