პარასკევი, თებერვალი 21, 2025
მთავარიაკრედიტაცია"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის...

“აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა “ჰერაში” – იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი

2024 წლის 23 სექტემბერს კლინიკა “ჰერა 2011”-ში მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – Accreditation Canada-ს მრჩევლებმა:

აკრედიტაცია კანადის ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი
აკრედიტაცია კანადის საქართველოს ადგილობროვ მრჩეველთა გუნდი

თამარ თალაკვაძემ, სულხან ინაიშვილმა, ირინე ფხაკაძემ, ანა ბოლქვაძემ, სოფიო ქუთათელაძემ, თამარ კრავეიშვილმა, ირაკლი აფშინაშვილმა, იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ საქმიანი ვიზიტი გამართეს.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები ჰერაში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების გუნდი კლინიკა ჰერა 2011 ში

“ჰერა 2011” პირველია იმ კლინიკებს შორის, სადაც სულ მალე საერთაშორისო აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპი დაიწყება.

“აკრედიტაცია კანადის” გუნდმა ერთობლივი ვიზიტის დროს კლინიკას კიდევ ერთხელ მიაწოდა კვალიფიციური რეკომენდაციები საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგი სტანდარტების შესახებ. კლინიკის მმართველი გუნდისა და მააკრედიტირებელი ორგანიზაციის ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ერთობლივი ნაყოფიერი მსჯელობა შეეხებოდა აკრედიტაციის პროცესში დასანერგი სტანდარტების ერთობლიობას.

აკრედიტაცია კანადის გუნდი კლინიკა "ჰერაში"
სულხან ინაიშვილი იოსებ დემეტრაშვილი თამარ კრავეიშვილი თამარ თალაკვაძე კლინიკა ჰერაში

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის იანვრამდე კანონი საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია.

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი

კლინიკა ჰერას გენერალური დირექტორი ირაკლი მაჭარაძე და აკრედიტაცია კანადის მრჩევლები

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების ვიზიტი კლინიკა ჰერაში

შეხვედრის შემდეგ sheniekimi.ge “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებს ესაუბრა:

თამარ თალაკვაძე – პროფესორი, აკრედიტაცია კანადის ექსპერტი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
თამარ თალაკვაძე

“1 წლის შეფასება ძალიან რთულია.  ჩვენ – გუნდის წევრები სწორედ ერთი წელია, ვმუშაობთ ჩვენი პროექტების ფრაგლებში. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გუნდი მზად არის კვალიფიციური რეკომენდაციისთვის, იმართება ერთიანი, ასევე – ინდივიდუალური შეხვედრებიც.

ახლა საბოლოო შეფასება ხდება, რათა საბოლოო რეკომენდაციები იყოს გაცემული.

კლინიკა მზაობას გამოხატავს. ეს არის საუკეთესო მაგალითი გუნდის ყველა წევრის და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობისა. ეს დადასტურებულია სხვადასხვა შეხვედრით. წარმატებებს ვუსურვებ ,,ჰერას.” ეს გამარჯვება იქნება როგორც ,,ჰერასი” ისე ჩვენი – ერთიანი გუნდის.”

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
თამარ თალაკვაძე და ირინე ფხაკაძე

ირინე ფხაკაძე –  მედიცინის დოქტორი, აწსუ-ს პროფესორი;
„აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
ირინე ფხაკაძე

” სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემური პროცესი ჯანდაცვის სერვისებისა და პაციენტის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა და ეს პროცესი საქართველოში აქტიურად დაიწყო.
საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადის“ გუნდი ერთ წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების დანერგვასა და არსებული მიდგომების ცვლილებებზე.
თითოეულ კლინიკაში, რომლის შეფასებაც მოხდება „აკრედიტაცია კანადის“ საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული საანგარიშო პერიოდი საზოგადოების საჭიროებების შესწავლასა და მათ დაკმაყოფილებაზე, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სწავლებასა და გადამზადებაზე, ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, ხარისხის მართვის შესაძლებლობების დახვეწაზე.
აღნიშნული და სხვა მრავალი მიღწევა შევაფასეთ შეხვედრაზე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დასრულდა თვითშეფასება, დასრულდა სტანდარტების იმპლემენტაციის მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი და მააკრედიტირებელი ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტის წინა დღეებში თვალნათლივ ვნახეთ, თუ როგორ განსხვავებულად აცნობიერებენ გუნდის წევრები დაწესებულების მისიას, ხედვასა და ღირებულებებს…

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
ირინე ფხაკაძე

ერთობლივად განიხილავენ და ქმნიან განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ავლენენ სანდოობას და ანგარიშვალდებულებას, თანმიმდევრულად ქმნიან პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებსა და უსაფრთხო გარემოს აბსოლუტურად შეცვლილი დამოკიდებულებებით.
მიხარია, ჩვენი გუნდის მცდელობის შედეგად აუცილებლად დაკმაყოფილდება რა, მოვლის მაღალი ხარისხის კრიტერიუმები, დამყარდება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ქართველი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ვფიქრობ, მიმდინარე 2024 წელს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესების მასშტაბების გათვალისწინებით, მიეცემა ნიშანდობლივი შეფასება.”

 სოფიო ქუთათელაძე – ექიმი-ეპიდემიოლოგი; “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
სოფიო ქუთათელაძე

“აკრედიტაციის პროცესი ძალიან კარგი წამოწყებაა – განაპირობებს კლინიკების განვითარება/გაზრდას და ბევრ სასიკეთო საქმეს. საკითხი, რომელშიც კონკრეტულად მე ვმონაწილეობ – ინფექციის კონტროლის მიმართულება, ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია სამედიცინო სფეროში, ყოველ ჯერზე საჭიროებს განახლებას…  “აკრედიტაცია კანადის” ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტის უსაფრთხოებისთვის, პრევენციული ღონისძიებისთვის და თვითონ პერსონალისთვის, რომელიც იზრდება პროფესიულად ამ მუშა პროცესში…
ეს იყო 1-წლიანი პროცესი მუდმივი ჩართულობით ყველა რგოლთან და ეს არის გუნდური მუშაობის ყველაზე კარგი გამოცდილება.”

ანა ბოლქვაძე – “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი  საქართველოში:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
ანა ბოლქვაძე

“აკრედიტაციის პროცესში ჩართული კლინიკები ემზადებიან საბოლოო შეფასებისთვის. პირველი ამ შეფასებას გადის კლინიკა ,,ჰერა”, სადაც გავმართეთ ვიზიტი “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველების გუნდმა. ფაქტობრივად, შევაჯამეთ კლინიკაში მიმდინარე პროცესები; პასუხი გაეცა კლინიკაში არსებულ კრიტიკულ და აქტუალურ საკითხებს;

დაიგეგმა შემდგომი ქმედებები
აკრედიტაციის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყება. მთელი გუნდი ჩართულია და მზად არის –  მობილიზებულია კლინიკა.

მრჩეველთა გუნდის მიერ რეკომენდაციების გაზიარებით საბოლოოდ გაივლიან ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

ზოგადად, აკრედიტაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც არეგულირებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს ქვეყანაში. უკვე მრავალი წელია, საერთაშორისოდ არის მიჩნეული და აღიარებული
დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ხარისხი შესაბამის კლინიკებში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. პრაქტიკულად, პირველად ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ასეთი ხაზგასმა ხარისხზე.”

სულხან ინაიშვილი – ასოცირებული პროფესორი, “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
სულხან ინაიშვილი

” ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი კლინიკა, რომელიც დაიწყებს აკრედიციის დასკვნით ეტაპს.

განვიხილეთ და შევაჯამეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც მათ დასჭირდებათ აკრედიტაციის შეფასების დროს.

მე მაქსიმალურად ვეცადე, გამეზიარებინა გამოცდილება, რომელიც შევიძინე ამ პროცესის შეფასებისას საერთაშორისო დონეზე – კერძოდ, ბელგიაში.

განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა: უსაფრთხოება იდენტიფიკაცია, ეთიკური კომისია, ხარისხის მენეჯმენტი და ა.შ. რაც სავალდებულო საკითხებია – დავრწმუნდით გუნდის მზაობაში.

რაც შეეხება, ზოგადად, აკრედიტაციის მნიშვნელობას – ვინმემ რომ ნახოს დაწესებულება აკრედიტაციამდე, აკრედიტაციის პროცესში და აკრედიტაციის შემდეგ – ეს იგივეა, რომ შევადაროთ ფეხბურთის მესამე ლიგიდან პირველში გადასვლას.

პერსონალის მზაობა, პაციენტებისამდი დამოკიდებულება და ა. შ. ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ერთიდაიგივე პროცესი შეიძლება განხორციელდეს სულ სხვადასხვა დონეზე და ხარისხში.

ხარისხი არის ის, რაც იზომება. ჩვენ ვქმნით ამ ხარისხს მოცემული სტანდარტების მიხედვით.

ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მსგავსად უწყვეტი განათლებისა, რომელიც ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს.

ვისურვებდი, რომ კლინიკებმა ეს პროცესი არ გაიარონ მხოლოდ სერტიფიკატისთვის…”

თამარ კრავეიშვილი  – ექიმი, კარდიოლოგი; “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივი მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
თამარ კრავეიშვილი

“გუნდმა ძალიან დიდი შრომა გასწია, მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თუნდაც იმით, რომ გადაწყვიტეს – ყოფილიყვნენ პირველი “აკრედიტაცია კანადის” მოპოვების პროცესში.

ჩვენს გუნდში უპირატესობა გვაქვს ბატონი სულხანის სახით, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ბელგიაში აკრედიტაციის პროცესში და გაგვიზიარა თავისი გამოცდილება – როგორც გუნდს, ასევე კლინიკა “ჰერას” წარმომადგენლებს.

რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ კლინიკა იქნება წარმატებული აკრედიტაციის პროცესში. ვინაიდან ჩართულობა გუნდისა არის ძალიან მაღალი, ყველა დონეზე – დაწყებული მმართველობიდან, გაგრძელებული შემსრულებლებით. არიან ჩართულები, მოტივირებულები, იცნობენ სტანდარტებს…
აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისთვის.

თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ “აკრედიტაცია კანადას” საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს დადგენილი და ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა არის გარანტი, რომ ნაკლები იქნება პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისად – პრობლემებიც.”

ირაკლი აფშინაშვილი – ექიმი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
ირაკლი აფშინაშვილი
"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
გიორგი ფხაკაძე ირაკლი აფშინაშვილი თამარ თალაკვაძე

“ჩემი შეფასებით, აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს კლინიკებში. ყველა კლინიკა მაქსიმალურად ცდილობს, ჩაერთოს და მობილიზება გაუკეთონ მათ რესურსს – როგორც ადამიანურს, ასევე მატერიალურს და ფინანსურს.

პროცესში საკმაოდ ბევრმა კლინიკამ აღმოაჩინა ახალი კადრები, ტექნიკა, ადგილი ან ოთახი, რომლებსაც არ იყენებდნენ და ახალი მნიშვნელობა მიანიჭეს. აღმოაჩინეს ისეთი პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათ მუშაობას. ეს ყველაფერი ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს პროცესი ახალია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ექიმისთვის, ამ პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე, ფაქტობრივად, ვიქმნი ჩემს სამუშაო გარემოს და ვეხმარები ჩემს კოლეგებს, შეიქმნან ის სამუშაო გარემო, რომელიც მათთვის იქნება მისაღები, კომფორტული, სანდო და რა თქმა უნდა, მათი პაციენტებისათვისაც.”

იოსებ დემეტრაშვილი – “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი:

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
იოსებ დემეტრაშვილი

“აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი აქტიურ შეხვედრებს ვმართავთ ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით გადის აკრედიტაციის პროცესს. ჩვენ – მრჩევლები ვაწვდით კლინიკებს ყველა საჭირო ინფორმაციას და აქტიურად ვთანამშრომლობთ კლინიკების წარმომადგენლებთან.

მოხარული ვართ, რომ აღნიშნულმა კლინიკებმა აირჩიეს უმაღლესი სტანდარტი – “აკრედიტაცია კანადა”.

სამედიცინო დაწესებულებებს ვუსურვებ, ღირსეულად მიეღოთ აკრედიტაციის დამადასტურებელი სტატუსი…”

"აკრედიტაცია კანადის" ადგილობრივ მრჩეველთა გუნდის ვიზიტი კლინიკა "ჰერაში" - იწყება აკრედიტაციის პროცესის დასკვნითი ეტაპი | შენი ექიმი
ირაკლი აფშინაშვილი თამარ თალაკვაძე

მაშასადამე, “აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

 სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას.

 როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე

#drpkhakadze #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

თებერვალი 21, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights