კოაგულოგრამა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ და რას წარმოადგენს  – საინფორმაციო ბუკლეტები

0
264
კოაგულოგრამა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ და რას წარმოადგენს  – საინფორმაციო ბუკლეტები
#post_seo_title

კოაგულოგრამა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ და რას წარმოადგენს  – საინფორმაციო ბუკლეტები

კოაგულოგრამა არის ჰომეოსტაზის სისტემის გამოკვლევის შედეგების გრაფიკული ან ციფრული გამოსახვა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ სისხლის შედედების პროცესზე. ეს ტესტი მნიშვნელოვანია სისხლძარღვთა და თრომბოციტულ მექანიზმებზე.

კოაგულაციის ტესტები გამოიყენება ორგანიზმის სისხლის შედედების უნარის და სისხლის შედედების სიჩქარის შესაფასებლად. კვლევებით განისაზღვრება გადაჭარბებული სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი. ისინი გამოიყენება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ღვიძლის დაავადება, თრომბოფილია, ჰემოფილია; ისეთი პაციენტების მკურნალობის მონიტორინგისთვის, რომლებიც იღებენ შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს და მათი ჩატარება ყოველთვის მიზანშეწონილია ქირურგიულ ოპერაციამდე და აუცილებლად ორსულობის დროს.

კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის სისხლდენების, ქირურგიული ჩარევების, თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ღვიძლის დაავადებების, ინსულტევისა და ინფარქტების დროს. გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. გარდა ამისა, კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში. ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება.

სასურველია, კოაგულოგრამისთვის პაციენტმა სისხლი აიღოს დილით, უზმოზე, ან 12-საათიანი შიმშილის შემდეგ. სისხლის აღებამდე ერთი დღით ადრე სასურველია თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან, ფიზიკური დატვირთვისგან, სტრესისგან, კვებისა და ძილის რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილებისგან. ასევე სასურველია, სისხლის აღებამდე 2 საათის განმავლობაში არ მოსწიოს სიგარეტი. არ არის მიზანშეწონილი სისხლის ჩაბარება რენტგენოგრაფიისა და ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ, აგრეთვე მენსტრუაციის პერიოდში. თუ პაციენტი ანტიკოაგულანტებს იღებს, ამის შესახებ უნდა აცნობოს ლაბორატორიას.

რატომ არის საჭირო კოაგულოგრამა?

კოაგულოგრამა მოიცავს:
1. სისხლის შედედების დროს ლი-უაიტის მეთოდით;
2. აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროს (APTT);
3. პროთრომბინის დროს (PT);
4. პროთრომბინის ინდექსს (PI);
5. საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდებას (INR);
6. ფიბრინოგენის კონცენტრაციას;
7. თრომბინის დროს (TT).

კომპლექსურ ანალიზს წარმოადგენს, აქვს ჩატარების რამდენიმე მეთოდიკა და ჩვეულებრივ, სისხლის შედედების რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს. კოაგულოგრამა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევაა ორსულობის დროს, ოპერაციული ჩარევის წინ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც პაციენტს სისხლის დაკარგვა უწევს. ჰემოსტაზიოგრამა შედის გამოკვლევათა კომპლექსში, რომელიც აუცილებლად ტარდება ქვემო კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, აუტოიმუნური დაავადებებისა და თირკმლის პათოლოგიების დროს. სისხლის შედედების დარღვევამ, უპირატესად – მომატებამ, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს – დასაბამი მისცეს ინსულტს, ინფარქტს, თრომბოზს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ექიმის მიერ ჰემოსტაზზე დანიშნული სისხლის ანალიზის უგულებელყოფა. მით უფრო, რომ ჰემოსტაზის დარღვევა ზოგჯერ დიდხანს არ მჟღავნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სისხლის ჰემოსტაზი სამი სისტემის ბალანსს ეფუძნება. ესენია:

  • შემდედებელი სისტემა, რომელიც ააქტიურებს თრომბოციტებს, სისხლძარღვის კედელზე მათ მიკვრასა და შეწებებას (ძირითადი კომპონენტები: შედედების ფაქტორები, თრომბოციტები, კალციუმი, სისხლძარღვის კედელი);
  • შედედების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისხლის შედედებას და აფერხებს თრომბის თვითნებური წარმოქმნის პროცესს (სისტემის გამაწონასწორებელი ანტითრომბინ III);
  • ფიბრინოლიზური სისტემა, რომელიც ემსახურება კოლტების გახსნას (პლაზმინი).

ადამიანის ორგანიზმში სისხლის მდგომარეობა ამა თუ იმ სისტემის ფუნქციურ გადამეტებაზეა დამოკიდებული.

კოაგულოგრამა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ და რას წარმოადგენს – საინფორმაციო ბუკლეტები | შენი ექიმი

ჰემოსტაზის მდგომარეობა ხასიათდება კოაგულოგრამის შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ფიბრინოგენით;
  • პროთრომბინით;
  • ანტითრომბინ III-ით;
  • D-დიმერით;
  • მგლურას ანტიკოაგულანტით და სხვა.

შედედების სისტემის რომელიმე მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ჰემოსტაზის დარღვევის მანიშნებელია და ამა თუ იმ დაავადების მაუწყებელ განგაშის ზარს წარმოადგენს.

საკვლევი მასალა სისხლის პლაზმა კოაგულოგრამა მოიცავს
პროთრომბინის დრო(PT) , პროთრომბინის ინდექსს(PI),საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR), აქტივირებული პარციალური თრობოპლასტინის დროს (APP), თრომბინის დრო(TT), ფიბრინოგენის კონცენტრაცია (FIB)
პროთრომბინის დრო არის შედედების დრო, რომელიც საზღვრავს II,V,VII, X ფაქტორების კოაგულაციურ აქტივობას. INR – საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობაა INR-ის მომატება ჰიპერკოაგულაცია სისხლის შედედების უნარის დაქვეითებისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს მწვავე და ქრონიკულ ჰეპატიტზე, ღვიძლის ციროზე, ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
INR -ის მაჩვენებლის შემცირება ჰიპოკოაგულაციაზე სისხლის შედედების უნარის მომატებაზე მეტყველებს ასეთი რამ მოსალოდნელია ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის დაწყებით სტადია.

აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო – APTT – ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. იგი ავლენს შედედების I, II, V, VIII, IX, X,XI, XII ფაქტორების, ასევე კალიკრეინისა და მაღალმოლეკულური კინინოგენის დეფიციტს და ინჰიბიციას. ამ ფორმის პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება სისხლდენით გამოხატული VIII და XI ფაქტორების დეფიციტი, რაც A და B ჰემოფილიისთვის არის დამახასიათებელი. APTT-ის გახანგრძლივების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:
ღვიძლის მძიმე დაზიანება;
სისხლში მგლურას ანტიკოაგულანტის არსებობა
ჰეპარინოთერაპია.
APTT- ის შემცირება სისხლის შედედების უნარის მომატებაზე მიუთითებს ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში სინთეზდება. სისხლში იგი ხსნად მდგომარეობაშია, მაგრამ ფერმენტული პროცესის შედეგად, თრომბინის და XIII ფაქტორის ზემოქმედებით, უხსნელ ფიბრინად გარდაიქმნება.
 ფიბრინოგენის კონცენტრაციის მომატება მოსალოდნელია:
ჰიპერკოაგულაციის დროს;
თრომბოზის სხვადასხვა სტადიაში;
მიოკარდიუმის ინფარქტის,
ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
ანთებითი პროცესების, კერძოდ, პნევმონიების დროს;
ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ფიბრინოგენის დაქვეითება აღინიშნება
ღვიძლის მძიმე დაზიანების მწვავე ჰეპატიტის,
ციროზის,
თანდაყლილი აფიბრინოგენიის დროს დსშ -ის სინდრომის დროს
თრომბინის დრო (TT) ზომავს სისხლის შედედების წარმოქმნის დროს,თრომბინის დროს მომატებულია ანტიკოაგულანტების მიღება, ჰიპოფიბრინოგენემია, დისფიბრინოგენემიის დროს.

 

კოაგულოგრამა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ და რას წარმოადგენს – საინფორმაციო ბუკლეტები | შენი ექიმი

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ