ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა

2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება 2024 წლის იანვარ-ივნისში: მთავარი დემოგრაფიული მონაცემები

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621). ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  პროდუქტში აღმოჩენილია სალმონელა! - რა კავშირი აქვს ამას საკვებ დანამატებთან?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights