ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი

0
534
#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი (GPHD) არის ღია რესურსი, რომელიც ქართულ ენაზე მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ტერმინოლოგიასა და განმარტებებს. იგი შეიქმნა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტრატეგიის შესაბამისად. ლექსიკონი ეხმარება სტუდენტებს, პროფესორებს, მკვლევარებს და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომ მიიღონ სწრაფი და კომფორტული წვდომა ცოდნაზე.

ლექსიკონი რედაქტირებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ და მოიცავს 1,500-ზე მეტ ტერმინს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ლექსიკონი ყოველწლიურად განახლდება და მისი ელექტრონული ვერსია ღია პლატფორმის სახით ფუნქციონირებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შემოიტანონ ცვლილებები ან ახალი ტერმინები. ეს მუდმივი განახლების პროცესი ხელს უწყობს ლექსიკონის განვითარებას და გაუმჯობესებას.

ლექსიკონზე წვდომა შეგიძლიათ აქ: ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის გრიპისგან დაცვის საუკეთესო გზა?

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ