სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესითემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ:

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ – სამთავა და ოთხთავა კუნთებზე ვარჯიშის შესრულების დროს რომელი თავი უფრო ჩაერთვება აგონისტის როლში, განსაკუთრებით, როცა საუბარია კვადრიცეფსზე.

ალბათ, დასახელებიდან გამომდინარე,  რთული მისახვედრი არაა, რომ კვადრიცეფსი ოთხი კუნთისგან შედგება, ესენია:

  1. ბარძაყის ლატერალური კუნთი;
  2. ბარძაყის მედიალური ფართო კუნთი;
  3. ბარძაყის შუალედური ფართო კუნთი;
  4. ბარძაყის სწორი კუნთი.

მისი ფუნქციაა წვივის გაშლა. ის ასევე მონაწილეობს ბარძაყის მოხრაში.

ოთხთავა კუნთის დასამუშავებლად არსებობს უამრავი ვარჯიში, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია  წვივის გაშლა იზოლირებულ ტრენაჟორზე ან ჰამერზე.

ბევრს უჩნდება კითხვა, ამ მოძრაობის შესრულების დროს კვადრიცეფსის ყველა თავი იტვირთება თანაბრად თუ საჭიროა დამატებითი ვარჯიშები.

ელექტრომიოგრაფიამ არა ერთ ექსპერიმენტში აჩვენა, რომ წვივის გაშლის დროს იზოლირებულ ტრენაჟორზე ან ჰამერზე ძირითადად იტვირთება კვადრიცეფსის სწორი კუნთი, გარდა ამისა, ბარძაყის  წინა ჯგუფის კუნთებიდან წვივის გაშლაში მონაწილეობს თერძის კუნთი, როგორც სინერგისტი, ბარძაყის მომზიდველი კუნთებიც ასევე არიან სინერგისტები. წარმოგიდგენთ ელექტრომიოგრაფიის შედეგს.

თემა, რომელზეც გამუდმებით კამათობენ | sheniekimi.ge | შენი ექიმი
თემა რომელზეც გამუდმებით კამათობენ | sheniekimige

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ანთროპომეტრიული მონაცემებით და სხეულის კომპოზიციით, მაგრამ მსგავსი ექსპერიმენტები ბევრ ადამიანზე აჩვენებს იგივე შედეგს.

ასევე ჩატარდა ექსპერიმენტი იმის შესახებ, ირთვება თუ არა უფრო მეტად კვადრიცეფსის  დანარჩენი კუნთები იზოლირებულ ტრენაჟორზე წვივის გაშლის სხვადასხვა ვარიაციების შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც  მიოგრაფმა აჩვენა ბარძაყის სწორი კუნთის მაქსიმალური ჩართულობა, ბარძაყის სხვა კუნთებთან  შედარებით.

წითელი სენსორი დამაგრებულია ბარძაყის მომზიდველ კუნთზე.

ყვითელი სენსორი დამაგრებულია ბ.ფართო მედიალურ კუნთზე

ლურჯი სენსორი დამაგრებულია ბ.სწორ კუნთზე.

თეთრი სენსორი დამაგრებულია ბ.ლატერალურ კ.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქალბატონებს ხშირად აქვთ ეს კითხვა მწვრთნელებთან, შემიძლია თუ არა გავზარდო დუნდულა კუნთი ისე, რომ არ გამეზარდოს ფეხები?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights