ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025
მთავარიშენი ექიმი„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პროექტის -„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები განიხილა და დაამტკიცა.

პროექტი -„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“  – საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.

ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ისახავს მიზნად, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების ციკლი გამართა. შეხვედრებზე, საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, შეხვედრების შედეგად, დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეებთან ერთად, ცალკეული პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზე კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.

შეთანხმდნენ, რომ სისტემაში ქმედითი მექანიზმების დანერგვისათვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ერთობლივი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, აღნიშნული შეხვედრები, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. ზაზა ლომინაძემ ორგანიზაციებს, პროექტის მხარდაჭერისთვის, კომიტეტის და პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ევროპაში

31 December, 2024
მთავრობის წევრების ოჯახური საახალწლო ფოტოები

მთავრობის წევრების ოჯახური საახალწლო ფოტოები

2 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

დეკემბერი 30, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი – ეს არის იშვიათობის ნამდვილი კოლექცია, ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ

დეკემბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან

საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან

დეკემბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

როგორ შევარჩიოთ საჩუქრები საახალწლოდ

დეკემბერი 31, 2024
შობა-ახალი წელი ფლორენციაში: ზღაპრული დრო ტოსკანურ დედაქალაქში

შობა-ახალი წელი ფლორენციაში: ზღაპრული დრო ტოსკანურ დედაქალაქში

30 დეკემბერი 2024
თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი – რა ეტაპზეა სამუშაოები და რა ცვლილებებია მოსალოდნელი

დეკემბერი 28, 2024
საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში ერთ მოსახლეზე შემოსავლით 106-ე ადგილზეა

დეკემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights