სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესივარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაცია: ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა, არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა...

ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაცია: ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა, არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა და ორგანიზმის  შემდგომი ადაპტაცია

ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაცია: ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა, არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა და ორგანიზმის  შემდგომი ადაპტაცია

 ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა, არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა და ორგანიზმის  შემდგომი ადაპტაცია. ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალისმიერი ვარჯიში იწვევს დაღლილობას და კუნთების დაზიანებას, რამაც მოკლევადიან პერიოდში შეიძლება რეალურად შეამციროს ძალა. ამასთან, საკმარისი აღდგენის უზრუნველყოფით, ადაპტაციის რეაქციის სახით მივიღებთ სუპერკომპენსაციას — შრომისუნარიანობის თანდათანობით ზრდას წინა დონესთან შედარებით. დროთა განმავლობაში ეს მცირე, განმეორებადი გაუმჯობესებები იწვევს ძალის მნიშვნელოვან მატებას.

როგორც უკვე გითხარით, ძალისმიერი ვარჯიში  იწვევს დაღლილობას და ქსოვილების დაზიანებას, რასაც მივყავართ შრომისუნარიანობის დროებით შემცირებამდე. შემდგომში შრომისუნარიანობა აღდგება, და თუ  ვარჯიშებს შორის საკმარისი დრო გავა, ხდება სუპერკომპენსაცია. თუ ვარჯიშებს შორის ძალიან ბევრი დრო გადის, მაშინ შრომისუნარიანობა მცირდება საწყის დონემდე.

  1. შრომისუნარიანობის ზრდის ტენდენცია, რომელიც შეიძლება მოხდეს რამდენიმე ვარჯიშს შორის ოპტიმალური აღდგენისას. არც ეს შედეგი არის მდგრადი, რადგან ჩვენი ორგანიზმის რეგენერაციის უნარი დამოკიდებულია ბევრ გარე და შიდა ფაქტორებზე.

კვება, ძილი, ცხოვრების რეთმი, შესრულებული სამოშაოს მოცულობა და ინტენსივობა, ორგანიზმის გენეტიკური ფაქტორები.

  1. შრომისუნარიანობის შემცირების ტენდენცია, ასევე ცნობილი, როგორც “გადაწვრთნა“, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ რამდენიმე ვარჯიშს შორის ძალიან მცირეა აღდგენისათვის საჭირო შესვენება; თუმცა, ზოგი ავტორი კრიტიკულად აფასებს გადაწვრთნის კონცეფციას (Kataoka et al)

ვარჯიშის სტიმულების პერიოდიზაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ერთფეროვანი ან მარტივი ვარჯიშებიც კი ზრდის საერთო ძალას დროთა განმავლობაში, მოწინავე პრაქტიკოსები, როგორც წესი, იყენებენ ვარჯიშის პროცესის პერიოდიზაციას — ვარჯიშის სტიმულების დაგეგმვასა და ორგანიზებას დროთა განმავლობაში, სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ძალა, შეამცირონ გადაწვრთნის და გადაღლით გამოწვეული ტრავმების რისკი.

არსებობს ლოგიკურად დასაბუთებული მიზეზი ვარჯიშის სისტემატური დაგეგმვისთვის, როგორც დატვირთვისა და აღდგენის დაბალანსების გზა, რაც (სავარაუდოდ) ხელს უწყობს მაქსიმალური შედეგების მიღწევას. მაგალითად, ბოლოდროინდელმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პერიოდიზებული ძალისმიერი ვარჯიშები ბევრად უფრო მნიშვნელოვნად ზრდის ძალის მატებას არაპერიოდიზებულთან შედარებით. პერიოდიზაცია საუკეთესო არჩევანია; ასევე არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ის უარყოფითად მოქმედებს ძალის განვითარებაზე

  ზონალური ცხიმის წვა - შესაძლებელია თუ არა ცხიმის მოშორება პრობლემურ ზონებში, თუ აუცილებელია საერთო ცხიმოვანი მასის დაკლება? - ვალიტა გორელჩანიკი
ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაცია: ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა, არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა და ორგანიზმის  შემდგომი ადაპტაცია
ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაცია ძალას ზრდის არა ძალისმიერი დატვირთვა არამედ დატვირთვის შემდეგ აღდგენა და ორგანიზმის შემდგომი ადაპტაცია | sheniekimige

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights