სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში? - ,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან...

როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში? – ,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია” – ყარამან ფაღავა

როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში?👇

ბავშვის დაბადების შემდეგ, მისი წინაშე მთელი ცხოვრების შესაძლებლობები იშლება. მშობლების და საზოგადოების მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ ბავშვი იყოს სრულად განვითარებული და შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების პირველი სამი წელი, როცა მათი ტვინის ნეირონები აქტიურად ვითარდება. როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში? პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია

საუბრობს პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი, ყარამან ფაღავა „პირველი არხის” გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“:

„​ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება.

მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია – ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი – ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე – კულტურული კოდის ელემენტები მცირდება.  წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს  უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ… სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.

ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა – როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო?  ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა – როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

  ბევრმა არც კი იცის მათი სარგებელის შესახებ! - ნუ გადააგდებთ ნივრის ყლორტებს

დასკვნა: მშობლების აქტიური მონაწილეობა და მზრუნველობა ბავშვის პირველ წლებში მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გაუწიონ ბავშვებს სათანადო მხარდაჭერა და მისცენ მოტივაცია, რაც დაეხმარება მათ გახდნენ ბედნიერები, გონიერი და წარმატებული პიროვნებები.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights