ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
მთავარიშენი ექიმისისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოავლენს

სისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოავლენს

 მეცნიერებმა სისხლის ტესტირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც ტვინის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შეუძლია. საუბარია გლიობლასტომაზე და ახლა მისი დიაგნოზის დასმა სისხლის ანალიზით, ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.

ახალი ტესტი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ტვინის კიბოს დიაგნოსტიკის სფეროში და აქვს პოტენციალი დაიცვას ბევრი სიცოცხლე გლიობლასტომის შემთხვევაში. მომდევნო ეტაპებზე, ამ ტექნოლოგიის შემუშავება და ფართო გამოყენება მნიშვნელოვნად შეცვლის ონკოლოგიის მიმართულებას და გაზრდის პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შანსებს.

ტესტი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს და მას გლიობლასტომის ნიშნების აღმოჩენა ერთი საათის განმავლობაში შეუძლია. მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია და საჭიროებს მხოლოდ სისხლის მცირე სინჯს (დაახლოებით 100 მიკროლიტრი სისხლი).

„ეს ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება გლიობლასტომის ადრეული დიაგნოსტიკა, რაც სიცოცხლის გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაგვიზრდის”, — თქვა ჰსუე-ჩია ჩანგმა, ბაიერის ქიმიური და ბიომოლეკულური ინჟინერიის პროფესორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა.

კიბოს ბიომარკერები
გლიობლასტომა თავის ტვინის კიბოს უაღრესად აგრესიული და ავთვისებიანი ფორმაა. დაავადების დიაგნოზის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა მხოლოდ 12-დან 18 თვემდე ცხოვრობს. როგორც წესი, ინვაზიური ბიოფსია გლიობლასტომის დიაგნოსტიკის საბოლოო გზაა. ეს სიმსივნიდან ქსოვილის ნიმუშის აღებასა და მის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევას გულისხმობს.

სისხლის ახალი ტესტი ტვინის კიბოს ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების კარგი შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ტესტი კეთდება ავტომატური მოწყობილობის საშუალებით.

ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ბიოჩიპია, რომელიც იყენებს ელექტროკინეტიკურ სენსორს. გლიობლასტომის სადიაგნოსტიკო მოწყობილობაში ელექტროკინეტიკური სენსორი გამოიყენება უჯრედგარე ვეზიკულების დასაჭერად და გამოსავლენად. სწორედ ეს შეიცავს დაავადებასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს. ცილაზე დაფუძნებული ეს ბიომარკერები ცნობილია როგორც ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორები (EGFR) და ისინი ჭარბადაა გამოხატული გლიობლასტომაში.

მკვლევრების თქმით, ბიოჩიპი წარმოუდგენლად მგრძნობიარე და შერჩევითია, რაც მას საშუალებას აძლევს განასხვაოს აქტიური და არააქტიური EGFR-იები.

ტესტის უპირატესობები

  • მარტივი და სწრაფი პროცედურა: ტესტი საშუალებას გაწვდოს შედეგი მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში.
  • განსხვავებული EGFR-ის გამოვლენა: ბიოჩიპი მშვენივრად განასხვავებს აქტიურ და არააქტიურ EGFR-იებს.
  • ხელსაყრელი ფასები: ტესტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს გლიობლასტომის ადრეული დიაგნოსტიკის გავრცელებას.

კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

21 January, 2025
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმების მეშვეობით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

იანვარი 21, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights