შაბათი, მარტი 29, 2025
მთავარიშენი ექიმიხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ბათუმში აღებული ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა – სუნელი დაილუქა და დამფასოებელ კომპანიას შესაბამისი დავალებები მიეცა, ხოლო მწარმოებელი ინდ. მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმით დასტურდება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.

ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).

„ნთკ 2016-ის” არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.

შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან (პარტია: 25.03.2024-24.03.2026-მდე).

ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება”,- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  კვლევა - ღვიძლის მჟავა, შესაძლოა, სიცოცხლის გახანგრძლივების „ელიქსირი“ გახდეს
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights