სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიგურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.  დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის განმარტებით, დაავადება ერთ-ერთ ოჯახთან მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.
“უკვე 20 დღეა, თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილი ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”- განაცხადა ზავრაშვილმა.

გასულ წელს, კახეთის რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არ არის გამორიცხული, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია გამოყენებული იყოს საავადმყოფოს გაფართოებისთვის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights