გსმენიათ ოდესმე ფუტკრის შესახებ? – ფუტკარს ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლია.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ფუტკარს ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლია. ის კიბოს ადამიანის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში აფიქსირებს.
“მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გასაკვირი აღმოჩენა გააკეთეს: ფუტკრებს შეუძლიათ ადამიანის სუნთქვაში აღმოაჩინონ ბიომარკერები და ქიმიური კონცენტრაციები, რომლებიც დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან”, — აღნიშნულია კვლევაში.
“მწერებს გასაოცარი ყნოსვა აქვს, ისეთივე როგორიც ძაღლებს”, — თქვა პროფესორმა დებაჯიტ საჰამ, MSU-ის მეცნიერებისა და ინჟინერიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცოცხალმა ორგანიზმმა კიბოს დაფიქსირება შეძლო. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ გაწვრთნილ ძაღლებს, ვირთხებს, მწერებსა და ნემატოდებსაც კი შეუძლიათ კიბოს აღმოჩენა.
როგორ ჩატარდა ექსპერიმენტი
კვლევისთვის, ლაბორატორიაში ადამიანის ფილტვის კიბოს სხვადასხვა ტიპის უჯრედები გაზარდეს.
ამისთვის მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური რეცეპტი “სინთეზური სუნთქვის ნარევისთვის”. ნარევი ჯანმრთელი ადამიანისა და ფილტვის კიბოთი დაავადებულის სუნთქვის ქიმიური შემადგენლობის მსგავსი იყო.
მკვლევრებმა ფუტკრის ტვინთან სენსორები შეაერთეს, რათა ეკონტროლებინათ მწერების ტვინის რეაქციები. კვლევის ფარგლებში მასალა 20 ფუტკარზე გამოცადეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილტვის კიბოს დაფიქსირებისას ფუტკრებში კონკრეტული ნეირონები აქტიურდებოდა.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფუტკრებს შეუძლიათ განასხვაონ ფილტვის კიბოს უჯრედები სხვა ტიპის უჯრედებისგან მხოლოდ სუნის მეშვეობით.
“რაც მნიშვნელოვანია, ფუტკრებმა კიბოს უჯრედები ძალიან მცირე კონცენტრაციაშიც კი აღმოაჩინეს”, — თქვა საჰამ.
ამას შეუძლია გზა გაუხსნას არაინვაზიური ტესტირებას. საჰას მიაჩნია, რომ ფუტკრებთან დაკავშირებული ეს აღმოჩენა დაავადების გამოვლენის ახალ საშუალებებს გააჩენს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ბიოლოგიურ სისტემებსა და სუნის ანალიზზე.