მშრალი თვალის სინდრომი- თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო

0
429
რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

«მშრალი თვალის» სინდრომი – თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო, რაც იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს.

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა.

მიზეზები
·         კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი ტარება;
·         ცრემლის წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება;
·         თვალების ხანგრძლივი დატვირთვა;
·         მხედველობის ლაზერული კორექცია;
·         რქოვანას მექანიკური დაზიანებები;
·         ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილება;
·         კვების რეჟიმის დარღვევა.

სიმპტომები
·         თვალების ქავილი, წვა;
·         თვალების გაღიზიანება, ჩაწითლება;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         ჭარბი ცრემლდენა;
·         დაწებებული ქუთუთოები დილაობით;
·         ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მხედველობის დაბინდვა;
·         კაშკაშა ნივთებზე ყურებისას დისკომფორტი;
·         თვალის კიდეებში ლორწოვანი ნადების გაჩენა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოკულისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         რქოვანას, კონიუქტივის და ქუთუთოების ბიომიკროსკოპული გამოკვლევა;
·         კონიუქტივის და რქოვანას ცვლილებების გამოსავლენი სპეციალური წვეთების გამოყენება.

მკურნალობა
·         ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები;
·         ანტიბაქტერიული პრეპარატები;
·         პოლივიტამინები;

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ქრონიკული კონიუქტივიტი;
·         რქოვანაზე ნაპრალების გაჩენა;
·         მხედველობის დაქვეითება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
·         კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ყოფნისას ყოველ 40 წუთში შესვენება;
·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეგულარულად განიავება;
·         მზის ქვეშ ყოფნისას მზის სათვალისა და ქუდის გამოყენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ