სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროდაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა

დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა

ჯანდაცვის მინისტრმა რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა. დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია მაღალ ხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.

პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალ ხარჯიანი შემთხვევები, DRG-თან ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.

ცვლილებებზე სამინისტრომ დარგის ექსპერტებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. ამასთან, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეების მიზანი DRG დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე. ასევე – კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე.

ახალი ინიციატივების შესახებ პრეზენტაცია, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სულაბერიძემ წარადგინა. შემდეგ კი შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრაზე, DRG-ს ქვეყანაში იმპლემენტაცია წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით, მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანია DRG სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება.

როგორც აღინიშნა, სიახლის ამოქმედებისთანავე, განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარისა და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები ნინო ნიჟარაძე და ლევან ჩაკვეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკნაველიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

  პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights