კვირა, სექტემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიგაეცანით სტატიას და გაიგეთ, რა უნდა იცოდეთ „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ

გაეცანით სტატიას და გაიგეთ, რა უნდა იცოდეთ „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ

რა უნდა იცოდეთ „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ. „მაიმუნის ყვავილის” ძირითადი სიმპტომები გრიპის ნიშნებით იწყება და, შესაძლოა, 2-3 კვირა გაგრძელდეს –  გამონაყარი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება

მაიმუნის ყვავილის საფრთხეების მართვა და პანიკის თავიდან აცილება მნიშვნელოვანი საკითხებია. ევროპაში მისი გავრცელების რისკი ამჟამად დაბალია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეაგირებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე. შეინარჩუნეთ სიფრთხილე და იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. გაეცანით სტატიას და გაიგეთ, „მაიმუნის ყვავილის” ძირითადი სიმპტომები.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია.
წელს გამოვლენილი შტამი წინაზე მეტად აგრესიულია და ლეტალური შედეგიც შედარებით ხშირად დგება. გავრცელება ფიზიკური კონტაქტით, სქესობრივი კავშირით და წვეთოვანი გზით ხდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები და ორსულები არიან.

ამ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არც ინფექციის გავრცელების და არც მისი მკურნალობის შესახებ არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს, რაც კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზია. მხოლოდ კონგოში, ინფიცირების მაჩვენებელი 15 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.

17 000 ინფიცირებული აფრიკის 13 ქვეყანაში და პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში – ეს უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული სტატისტიკაა. სწორედ ეს ფაქტები, რომ “მაიმუნის ყვავილი” აფრიკის კონტინენტს გაცდა და თანაც ინფიცირების წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 160%-ით აჭარბებს, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანმო-მ Mpox-ი გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. აქვე გაკეთდა განმარტება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ახალი “კოვიდი” არ არის.

გარკვეულ ზონებში, შესაძლოა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა და იზოლირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მწვავე სიტუაცია და აფეთქებაა, დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. სწორედ ჯანმო-სთან შეთანხმებით, ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ (Bavarian Nordic BAVA.CO ) უკვე დაიწყო ვაქცინის ახალ პარტიაზე მუშაობა და, წლის ბოლომდე, 2 მილიონი ერთეულის წარმოებას გეგმავს.

საერთაშორისო მიმოსვლის, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკი, ბუნებრივად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს, რასაც ინფექციონისტები ადასტურებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

“მაიმუნის ყვავილის” წინა ტალღის დროს, 2022 წელს, საქართველოში ერთადერთი შემთხვევა გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ქვეყნებში “მპოქსის”სწრაფი გავრცელების გამო, 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამსაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ფართომასშტაბიანი გავრცელება აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

მაიმუნის ყვავილი“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა. ეს დაავადება ენდემურად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, თუმცა ამჟამად მისი გავრცელება უფრო ფართო ხდება.

საუბრობს ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია “:

ხშირად დასმული კითხვები

ამჟამინდელი სტატისტიკა

ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე 13-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 500-ზე მეტი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პირველი შემთხვევა ევროპაში აღინიშნა შვედეთში.

სიმპტომები

„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერდზე და გენიტალიებზე. სხვა სიმპტომები მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, ლიმფური კვანძების გადიდებას, თავის ტკივილს, წელის და კუნთების ტკივილს. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 4 კვირამდე.

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი“?

ინფექცია გადამდებია და ხდება პირად კონტაქტზე. ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი – კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).

ეს მოიცავს:

  • კანზე კანზე კონტაქტი
  • გამონაყართან კონტაქტი
  • ლორწოვანებთან კონტაქტი
  • ნერწყვთან კონტაქტი
  • ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტი
  • სექსუალური კონტაქტი
როგორია მაიმუნის ყვავილის მკურნალობა?
ხელმისაწვდომი მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს (თუმცა, მიმდინარეობს კვლევები და არსებობს რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი). მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.
როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები?
პრევენცია შესაძლებელია სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანთან/ცხოველთან კონტაქტისთვის თავის არიდებითა და ვაქცინაციით.
მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს, თუმცა, მისი რაოდენობა შეზღუდულია და მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე, ევროპაში გავრცელების რისკი დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს განცხადება, პირველ რიგში, ემსახურება საერთაშორისო რეაგრების აუცილებლობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე კონცენტრირებას”.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

8 September, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი

„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

8 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights