ხუთშაბათი, მარტი 27, 2025
მთავარიშენი ექიმიარსებობს თუ არა "მაიმუნის ყვავილის" საქართველოში გავრცელების რისკი

არსებობს თუ არა “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში გავრცელების რისკი

არსებობს თუ არა “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში გავრცელების რისკი.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პანდემიის სახით მსოფლიოში გავრცელების რისკიც კი დაბალია.

სპეციალისტების თქმით, მაიმუნის ყვავილს ზოგად სისუსტესთან, სახსრების ტკივილთან და მაღალ ტემპერატურასთან ერთად გამოარჩევს სპეციფიკური გამონაყარი მთელ სხეულზე.  ვირუსის გადადება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრევენციისთვის მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” ინფექციის გავრცელების გამო საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

“ამ დაავადებას კორონას მსგავსი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა. არ არსებობს კონკრეტული მკურნალობის მეთოდები. არსებობს ვაქცინაციის სახეები“.

საქართველოში ამ ეტაპზე რაიმე საგანგაშო მდგომარეობა არაა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ თუ მოგზაურობის შემდეგ დაეწყებათ ვირუსული ინფექციის მსგავსი სიმპტომები და დაერთვება მაიმუნის ყვავილისთვის დამახასიათებელი მძიმე წყლულოვანი გამონაყარი, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს დროული სიმპტომური მკურნალობა,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები 2022 წელსაც ფიქსირდებოდა, თუმცა 2024 წელს ახალი შტამის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი სწრაფი გავრცელებაა.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების საფრთხე, ინფექციის გავრცელების შემთხვევები, – ვინ არიან რისკჯგუფში

უწყებამ რისკჯგუფად ის მოგზაურები დაასახელა, ვინც აფრიკის იმ რაიონებში იმყოფებოდა, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ – ინფექციის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული მონაცემებით, ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირის გამო დაავადების შემთხვევებმა შესაძლოა ევროპაშიც იფეთქოს.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  "შესაძლებელი გახდება, 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსოს...“
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights