სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიაკრედიტაცია„აკრედიტაცია კანადის” ხელშეწყობით გაიმართა ტრენინგი

„აკრედიტაცია კანადის” ხელშეწყობით გაიმართა ტრენინგი

შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია / Nationwide Health Organization LLC-ში Accreditation Canada აკრედიტაცია კანადის”  ხელშეწყობით 12 და 13 აგვისტოს გაიმართა ტრენინგი კლინიკის პერსონალისათვის. მოწვეულმა სპეციალისტმა ქალბატონმა თამარ კრავეიშვილმა ისაუბრა თემაზე “მედიკამენტების შეჯერება”, ხოლო ბატონმა ირაკლი აფშინაშვილმა განიხილა თემა”პაციენტის იდენტიფიცირება”.

შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის მისაღებად, რისთვისაც ჩვენს ორგანიზაციაში სერიოზული და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ვივამედი“ ღირსეულად აგრძელებს „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights