არასრულწლოვნის ინფორმირებული თანხმობის მიღება – “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია განმარტავს

0
447
#post_seo_title

არასრულწლოვნის ინფორმირებული თანხმობის მიღება –《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

“ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი წესით მიღებული ინფორმირებული თანხმობის შემდგომ. თანხმობა უნდა იქნეს გაცხადებული სრულწლოვანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მქონე პირის მიერ. კანონი არეგულირების არასრულწლოვნის მიმართ სამედიცინო ჩარევის ან მანიპულაციის ჩატარებამდე თანხმობის მიღების წესს.

ზოგადი წესის მიხედვით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმისაგან სრულ, ობიექტურ, დროულ და გასაგებ ინფორმაციას იღებს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.  აღნიშნული მოიცავს, მათ შორის შემდეგ ინფორმაციას:

1) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; 2) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ; 3) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;  4) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; 5) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ; 6) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

სამედიცინო დაწესებულების მიერ, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ზემოთმითითებული ინფორმაციის მიწოდების შემდგომ, გამოხატული თანხმობის საფუძველზე.  ცხადია, ეს არ ნიშნავს თავად პაციენტის მოსაზრებისა და ჩართულობის  უგულებელყოფას.

არასრუწლოვანთან დაკავშირებული, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით. არასრუწლოვანი პაციენტის აზრი, სამედიცინო პროცედურის ჩატარების შესახებ, შესაძლებელია, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი და მშობელი ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას პაციენტის სამედიცინო მომსახურების შესახებ. თუმცა პაციენტს აქვს უფლება არ დაეთანხმოს მშობელს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროცესში ან უარი განაცხადოს მშობლის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ექიმის მიერ უნდა შეფასდეს, რამდენად აქვს პაციენტს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დამოუკიდებლად სრულად შეფასებისა და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმის მიერ  სათანაოდ უნდა შეფასდეს რამდენად სწორად გაიგო პაციენტმა მისთვის შეთავაზებული მკურნალობის შინაარსი, ფარგლები, მოცულობა, პროცედურა, პოტენციური შედეგი და პროგნოზი. ექიმის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ყოველი გარემოების სათანადო და დეტალური გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად. აუცილებელი აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, სამედიცინო ჩარევის შესახებ თანხმობის მისაღებად, უმეტესად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან აუცილებელია არ დაირღვევს მისი ავტონომიურობის უფლება და მეორე მხრივ, არ იქნს მიღებული პაციეტისათვის საზიანო გადაწყვეტილება.

კანონმდებლობის მიხედვით, განსაკუთრებულად არის დაცული არასრულწლოვანი პირის ინტერესი, მათ შორის, მშობლისა და კანონიერი წარმომადგენლის მიერ პაციენტის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას. მცირეწლოვანი პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, კლინიკა ვალდებულია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო თუ მცირეწლოვანი პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

არასრუწლოვან პაციენტის ავტონომია განსაკუთრებით აღიარებულია კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებით. შესაძლებელია, პაციენტი უარს აცხადებდებს მშობლის ინფორმირების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს არასრუწლოვანი პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:

ა) ქმედუნარიანი არასრუწლოვანი პაციენტი  და 14-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით და აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტირების შედეგი დადებითია, სამედიცინო კლინიკას მშობლის ინფორირება მაინც ევალება, არაქმედუნარიანი პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე.

შესაბამისად, არასრუწლოვანი პაციენტის ავტონომიურობის უფლება მნიშვნელოვნად მხარდაჭერილია კანონდებლობით. ინფორმირებული თანხმობა თავად  პირის მიერ უნდა იქნეს გაცხადებული, თუ მას გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს. აუცილებელია, პაციენტი თავად იქნეს ჩართული საკუთარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დაგეგმილ თუ  განსახორციელებ ჩარევასთან დაკავშირებით. მშობილების წინააღმდეგის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესს ენიჭება უპირატესობა.

#drpkhakadze #sheniekimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ