სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარისიახლეებიპროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები - ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი

პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები – ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი

“ვივამედის” ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონა წერედიანი პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს:

“მიოპია რეფრაქციის ანომალიების ყველაზე ხშირი და გავრცელებული სახეა.  მიუხედავად დიდი მიღწევებისა მიოპიის პრობლემების შესწავლის საქმეში, პროგრესირებადი, გართულებული მიოპია დღესაც ერთ–ერთ პირველ ადგილზეა მხედველობითი ინვალიდობის გამომწვევ თვალის დაავადებათა შორის. მხედველობითი ინვალიდობის სტრუქტურაში მისი ხვედრითი წონა 35–44%–ს შეადგენს.

გართულებული, პროგრესირებადი მიოპია ახალგაზრდა ასაკშივე იწვევს შრომის უნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას ან სრულ დაკარგვას.მხედველობითი ინვალიდობა, პროფესიული შერჩევის მკვეთრი შეზღუდვა განსაზღვრავსპროგრესირებადი მიოპიის მედიკო–სოციალურმნიშვნელობას.
მიოპიის პრობლემათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს,ისეთი გართულებები როგორიცაა, ქორიორეტინალური დისტროფია,ბადურა გარსის ჩამოცლა, ასევე პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხები, რის გამოც მიოპიის პროგრესირებასა და მის გართულებებთან ბრძოლა ერთ–ერთი რთული სოციალური პრობლემის გადაჭრის გზად გვევლინება.
მიოპიის პროგრესირებასა და ქორიორეტინალური მიოპიური დისტროფიის პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება ბიომექანიკურ და ჰემოდინამიკურფაქტორებს.

სკლერის კაფსულის შესუსტებას სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების გავლენით თან ახლავს სკლერის გაწელვის ტენდენციის გაძლიერება თვალის კაკლის წინა–უკანა ღერძის დაგრძელებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის მდგომარეობაზე. მათ გაცილებით ნაკლები პლასტიური შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სკლერას.არსებობს მათი ზრდისათვის ფიზიოლოგიური ზღვარი, რის შემდეგაც იწყება პათოლოგია ამ გარსების გაჭიმვისა და ტროფიკული დარღვევების სახით. ამ პირობებში მიოპია გვევლინება, უკვე არა როგორც რეფრაქციის ანომალია,  არამედ როგორც მიოპიური დაავადება, თანმხლები ფუნქციური და მორფოლოგიური გართულებებით.
რეფრაქციული ანომალიების განვითარებას ძირითადად განაპირობებს თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის მომატება ან შემცირება. ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზემოთხსენებული ანომალიების განვითარებაში რქოვანა და ბროლი.
ადამიანი იბადება ჰიპერმეტროპიული რეფრაქციით.მთელი ბავშვობის პერიოდი, მოზრდილობის პერიოდის ჩათვლით თვალის კაკალი უმნიშვნელოდ იმატებს ზომაში, რაც იწვევს ჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესს. ასაკის მატებასთან ერთად თვალის კაკლის ზომაში მომატება მცირდება და მოწიფულობის ასაკში აბსოლუტურად ჩერდება.

თვალის კაკლის ზრდა ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მისი სწრაფად ზრდის შემთხვევაშიჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესი მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად და თუ ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია ბავშვობის ასაკშივე რეგრესირდა, შემდგომში დიდი ალბათობით იწყებს განვითარებას მიოპიური რეფრაქცია. მოზრდილებში ახლომხედველობა აბსოლუტურ უმრავლესობაში სწრაფად ვითარდება ან ჩერდება, რაც უფრო ადრე ვითარდება მიოპია, მით უფრო პროგრესირებადია ვინაიდან თვალის კაკალს ზომაში მომატებისათვის რჩება დიდი დრო. მიოპია ძირითადად გვხვდება ინდივიდებში ძლიერი მხედველობითი დატვირთვით ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. გარდა ამისა გენეტიკური წინასწარგანწყობაც არანაკლებმნიშვნელოვანია. არსებობს თანამედროვე  შეხედულება ამ დაავადების გენეზისა: ა)ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი; ბ)არასწორი კვების რეჟიმი; გ) ხშირი ვირუსულ –ინფექციური დაავადებები; დ)ე.წ. მონიტორული დაავადება.

შრომის მიზანს წარმოადგენს   სკლერის ნარჩენი დეფორმაციის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას “კითხვის რეჟიმი“.
კვლევის მასალა და მეთოდები  გამოკვლეულია 150 პაციენტი,რომლებიც დაყოფილნი არიან ასაკის მიხედვით 3 ჯგუფად. I ჯგუფი 50 პაციენტი 5–დან 12 წლი. II ჯგუფი 50 პაციენტი 13–დან 18 წელი. III ჯგუფი 50 პაციენტი 19 წლის ზევით. გამოსაკვლევ პაციენტებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის მიოპია. გამოსაკვლევი პაციენტების ასაკობრივი დაყოფა დაფუძვნებულია თვალის კაკლის ანატომიური განვითარების კრიტერიუმებზ.
სტანდარტული ოფთალმოლოგიური კვლევების გარდა, გამოსაკვლევ პაციენტებს ჩაუტარდათ თვალის კაკლის ულტრაბგერითი ბიომეტრია.
ყველა გამოსაკვლევ პაციენტს ჩაუტარდა წინასარ საანესთეზიო წვეთების ინსტილაცია, ულტრაბგერითი ბიომეტრის ზონდის დადება ხდებოდა ეკვატორის ერთი და იგივე წერტილის გამოყენებით, პირველ პოზიციაში ხდებოდა თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის განსაზღვრა, მეორე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–შიგნით მზერისას, მესამე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას „კითხვის რეჟიმი“. მიღებული შედეგები: პირველი ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 5–დან 12 წელია „კითხვის რეჟიმში“ თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 93%–ით; მეორე ჯუფის პაციენტებში რომელთა ასაკი 13–დან 18 წელია თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91%–ით; მესამე ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 19 წლის ზევითაა თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91,5%–ით.

„კითხვის რეჟიმში“ სკლერალური კაფსულის გაწელვის მიზეზია ექსტრაოკულარული კუნთების ზემოქმედება და თვალშიდა წნევის მომატება.
ვინაიდან სკლერა წარმოადგენს ფიბროზულ გარსს,ხასიათდება კარგად გამოხატული ელასტიურობით.გაძლიერებული აკომოდაცია, მომატებულიმხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე იწვევს სკლერის კაფსულის გაჭიმვას. ყოველი გაჭიმვა–შეკუმშვის შემდეგ რჩება ნარჩენი დეფორმაცია, ამ დეფორმაციების დაგროვება იწვევს სკლერის სისუსტეს და მიოპიის ჩამოყალიბებას როგორც პათოლოგია.
სკლერის განლევა, რაც დაკავშირებულია მიოპიურ დაავადებასთან, გარკვეულად ამცირებს სკლერისა და მხედველობის ნერვის დვრილის ტოლერანტობას თვალშიდა წნევის მიმართ, შემდგომში ინდუცირებას უწევს სკლერის ღერძულ გაჭიმვას და იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას.
მიღებული მონაცემების საუძველზე უნდა გაკეთდეს გარკვეული რეკომენდაციები სკლერის მკვებავი ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებების თვალთახედვით. სკლერის კვების გაუმჯობესება,შეამცირებს ნარჩენ ცვლილებებს სკლერაში, რაც მნიშვნელოვნად  შეამცირებს მიოპიური დაავადების განვითარებას.

#drpkhakadze #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights