სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი

სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი

მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი.

მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი.

ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს, რომელშიც სტუდენტები აღნიშნულ უნარ-ჩვევებს სწავლობენ.

უნივერსიტეტში მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასაც გაეცნო. სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს ირაკლი ნატროშვილს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა - დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights