რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი?
„სალმონელა ეს ისეთი ბაქტერიაა, რომელსაც 2200-მდე სეროვარი აქვს. ის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ აქტუალურია. საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. კვერცხის გარეცხვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი.ასევე, თოხლო კვერცხი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს მოხარშული. რადგანაც, თავად სალმონელა გარემო პირობების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ხორცი ყოველთვის უნდა დავანაწევროთ და ისე მოვხარშოთ. იმიტომ, რომ შესაძლოა, ის 2 ან მეტი საათის განმავლობაში ვხარშოთ, მაგრამ მის სიღრმეში ბაქტერიის ბუდე მაინც იყოს. დაბინძურებული საკვებით ადამიანის ინფიცირება ძალიან იოლია. საკვების გემო, სუნი, ფერი ამ ბაქტერიის ზემოქმედებით არ იცვლება და ამიტომაცაა, რომ უფრო მეტად საშიში და ვერაგია. სალმონელოზს სხვადასხვა კლინიკური ნიშანი აქვს. ესენია: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სხვა. ასევე, ინტოქსიკაციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება. ღებინებისა და ფაღარათის დროს ადამიანი სითხეს კარგავს. ამიტომ, ვიდრე ექიმთან მივა, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს.“
მასალის გამოყენების პირობები