სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან...

„არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დახურვაზე არ არის“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარების გამო, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს მუშაობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მან მოუწოდა ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ გარკვეულ საკითხებს, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

„საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია, ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“,-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეფერხება არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ან ოფიციალური განცხადება ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერებას ან დახურვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ორივე ორგანიზაციის მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს და მათ მიერ გაწვდილი სერვისები და მომსახურებები კვლავ ხელმისაწვდავია საზოგადოებისთვის.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „სახელმწიფო ონკოლოგიურ ქირურგიას კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებსაც დაუფინანსებს“ - თამარ გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights