პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს გაეროს ორგანიზაციებთან ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მინისტრ მიხეილ სარჯველაძისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორო დიდიე ტღებიუკის შეხვედრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული.

ჯანდაცვის მინისტრმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორს, მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ასევე – სოციალურ საკითხებს. მხარეები პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი ესწრებოდნენ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე გაეროს ასამბლეაზე: თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია – ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights