ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარისამინისტრო„აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური...

„აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“

ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის 1 ივლისიდან, კანონის ძალით, საქართველოში, იურიდიული 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს ძალა დაეკარგა.

„იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ.

აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს, 1 აგვისტოდან, სოციალური დახმარების, პენსიისა და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატებისა და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლების ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად, მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
65 წლის ასაკში ბეტმენის როლის შემსრულებელი, მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში ბეტმენის როლის შემსრულებელი, მსახიობი ველ კილმერი გარდაიცვალა

2 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights