შაბათი, აპრილი 19, 2025
მთავარისამინისტრო„თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა - მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია...

„თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა – მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის“

ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო დონის მეცნიერის, ღვაწლმოსილი ექიმისა და ყველასათვის სამაგალითო ადამიანის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის

ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ – 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

შეუფასებელია მისი ღვაწლი აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების და ზოგადად, ქართული მედიცინის განვითარებაში. იგი იყო ქვეყანაში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. მისი ძალისხმევით, საქართველომ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი, ასევე B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის კლინიკური მართვის წარმატებული განხორციელების საქმეში.

2009 წელს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

ბატონ თენგიზს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო დონის მეცნიერის, ღვაწლმოსილი ექიმისა და ყველასათვის სამაგალითო ადამიანის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის.

  „ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი“

თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე საქართველოს აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი იყო.

ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა და 76 წლის ასაკში მიიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე საქართველოს აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი იყო და უკვე მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს. მისი მუშაობა და მონდომება ფართო აღიარება მოპოვებული იყო როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

ცერცვაძე ღირსების ორდენის (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2019) გახდა თავისი გამოჩენილი საქმიანობისთვის და უდიდესი წვლილისთვის იმუნოლოგიაში და შიდსის კვლევაში. მისი პროფესიული და სამეცნიერო ღვაწლი საქართველოს და მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა.

თენგიზ ცერცვაძის წვლილი სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში და მისი ღვაწლი იმუნოლოგიაში უნიკალური იყო, და მისი სამუშაო და მიღწევები დარჩება სამუდამო მემკვიდრეობად სამედიცინო სამყაროსთვის.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights