სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარიბლოგირა არის სამედიცინო შეცდომა -“სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია განმარტავს

რა არის სამედიცინო შეცდომა -“სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი, ნინო ლიპარტია განმარტავს

რა არის სამედიცინო შეცდომა? – 《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

სამედიცინო სამართლებრივი ურთიერთობაში განსაკუთრებული ინტერესის საგანია, სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი და არაჯეროვანი მომსახურების გამო დამდგარი შედეგები.

პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
პაციენტის უფლება უსაფრთხოებაზე მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება, გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი მუშაობით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

თუმცა სამედიცინო მომსახურების გაწევისას შესაძლებელია დადგეს ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის საფუძველს წარმოადგენს ექიმის მიერ დაშვებული სამედიცინო შეცდომა. შესაბამისად, აუცილებელია, განიმარტოს სამედიცინო შეცდომის არსი და სწორად იქნეს განსაზღვრული ექიმის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი.

სამედიცინო შეცდომა წარმოადგენს ექიმის პასუხისმგებლობის პრაქტიკულ საფუძველს და ადგენს მისი პასუხისმგებლობის საზღვრებს. სამწუხაროდ, სამედიცინო შეცდომის დეტალური და ამოწურავი განმარტება ქართულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული  არ არის. რამდენიმე სამართლებრივ აქტშია იგი ნახსენები და განმარტებული.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მიხედვით, მცდარი სამედიცინო ქმედება არის „ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო ან/და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.“ იგივე ტერმინი აღნიშნულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში,  რომლის მეათე მუხლი უთითებს, რომ „პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს მცდარი სამედიცინო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“ შესაბამისად, ექიმის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და დადგენისათვის, აუცილებელია განიმარტოს სამედიცინო შეცდომის არსი და დადგინდეს მისი შინაარსი.

სამედიცინო მომსახურების გაწევისას, აუცილებელია ექიმის ქმედება სრულად იყოს სამედიცინო სტანდარტთან შესაბამისი. სამედიცინო შეცდომად მიიჩნევა, სწორედ სამედიცინო სტანდარტიდან არასასურველი, არასწორი გადახვევის შედეგი. შესაბამისად, აუცილებელია განიმარტოს, რას გულისხმობს სამედიცინო სტანდარტი. სამედიცინო სტანდარტის შინაარსი განისაზღვრება, როგორც „მკურნალობის პერიოდში არსებული ცოდნისა და შესაძლებლობების დონე, რომელიც დადასტურებულია სამედიცინო პრაქტიკითა და სამეცნიერო ცოდნით და რომლის ცოდნა და განხორციელება მოეთხოვება საშუალო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს.“(წყარო: „სამედიცინო შეცდომის დადგენის პრობლემატიკა ექიმის პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს.“ ნატალია მოწონელიძე, ჟურნალი, მართლმსაჯულება და კანონი).

  „ესენი აშკარად დაბოლილები არიან...მეგონა, ხუმრობა იყო“ - გიორგი ფხაკაძე განათლების სამინისტროს...

სასამართლოს განმარტეთბი, „საექიმო შეცდომაში იგულისხმება ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც თავის მხრივ, პაციენტისთვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა.“

სამედიცინო შეცდომა შეიძლება მოიცავდეს, როგორც ექიმის აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობას, ასევე ისეთ ქმედებას, რომლის განხორციელებაც მსგავსი ტიპის დაავადების შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ან პირიქით, საჭირო ღონისძიებების გაუტარებლობას, ექიმის მიერ არასწორი ზომების მიღებას ან არასწორი მითითებების გაცემას, როგორც მკურნალობამდე, ისე მკურნალობის შემდეგ.

სასამართლო პრაქტიკაში სამედიცინო სტანდარტის დაუცველობა პასუხისგებლობის დაკისრების საფუძველია. სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად, მოქმედების დროს, ექიმი არ არღვევს ვალდებულებას და მას არც ბრალი მიუძღვის. ექიმი მხოლოდ მაშინ არის ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებელი, როდესაც პაციენტისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვია მკურნალობისას დაშვებულმა შეცდომამ, მაგრამ თუ ექიმმა კონკრეტული საკითხი ინდივიდუალურად არ იცის ან აღინიშნება პროფესიული სისუსტე (ცოდნის ნაკლებობა), ეს მას არ ამართლებს. ვინაიდან, ექიმი ხელყოფს სავალდებულო გულისხმიერებას მაშინაც, როდესაც იგი თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულებას არღვევს და შესაბამისად, სამედიცინო მეცნიერებაში თანამედროვე ცოდნაც არა აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „კლინიკამ დაარღვია მეორადი შეფასებით დადგენილი კრიტერიუმები – რაც მკურნალობის პროცესში პაციენტისთვის პროტოკოლისგან გადახვეულ, ინდივიდუალურ შეფასებაზე დამოკიდებულ მკურნალობას გულისხმობს. პროტოკოლური მოთხოვნების უგულებელყოფა აპრიორულად მიიჩნევა არასათანადო მკურნალობის გაწევად, რაც თავისთავად შეუსაბამოა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული მოქმედებების სტანდარტისგან და იწვევს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ზიანის მიყენებას.  ჩატარებული მკურნალობის შემდგომ, შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუარესდეს, რაც, მათ შორის, დამოკიდებულია მისი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, თუმცა, კონკრეტული მკურნალობის დამტკიცებული გაიდლაინებისა თუ სტანდარტის გადახვევა და პროტოკოლით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა, თუნდაც ნაწილობრივი, როდესაც მიზანშეწონილია დამატებითი კვლევების ჩატარება, მაგრამ სამედიცინო დაწესებულება კვლევის ჩატარების აუცილებლობას უგულებელყოფს, დამდგარი შედეგის მიმართ პასუხისმგებლობის გამორიცხვის არგუმენტირებული დასაბუთებად ვერ ჩაითვლება.

  „ქვეყნები დაიწყებენ გახსნას, – მოხსნიან პირბადეებს, დისტანციას და იქნება ნორმალური ცხოვრება იმიტომ..

სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ „კლინიკის მიერ სახელმწიფო მკურნალობის სტანდარტის – პროტოკოლის დარღვევა, ადასტურებდა პაციენტის მკურნალობის პროცესში ექიმის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა სამედიცინო შეცდომა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას-45-2024 19 ივნისი, 2024 წელი).

ექიმი და სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებელია მხოლოდ მცდარ სამედიცინო მოქმედებაზე და მისი საქმიანობის ბრალეულობის ვარაუდი (პრეზუმფცია) არ მოქმედებს. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას ექიმის და სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო სტანდარტებიდან გადახვევა (თბილისის საქალაქო სასამართლოს N-2/6882-23 (330210023006977441),16/05/2024).

სასამართლომ ხაზი გაუზსვა, რომ ექიმის პასუხს აგებს მხოლოდ სამედიცინო შეცდომისათვის ანუ თუ უარყოფილი შედეგი  გამოწვეული სამედიცინო სტანდარტიდან გადახვევის შედეგად.  ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც საოპერაციო ჩარევის, ასევე, დიაგნოზის დასმისა თუ არასწორი კვლევის ჩატარების პროცესში. ექიმის ბრალი მკურნალობის დროს დაშვებულ შეცდომაში დასაბუთებულია მაშინ, როდესაც სიმპტომატიკის საფუძველზე შეცნობად დაავადებას ექიმი ვერ შეიცნობს. კვლევების უხეში, არასწორი შეფასება და შეცნობა არის სხვა არაფერი, თუ არა ფუნდამენტური სამედიცინო შეცდომა. ყოველი სამედიცინო შეცდომა პაციენტის მიერ, კლინიკისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია. (წყარო: „სამედიცინო შეცდომის დადგენის პრობლემატიკა ექიმის პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს.“ ნატალია მოწონელიძე, ჟურნალი, მართლმსაჯულება და კანონი).

#drpkhakadze

 

 

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
თბილისში არალეგალური სასაკლაო – ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე!

თბილისში არალეგალური სასაკლაო – ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე!

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი კერძები ბიუჯეტურად – ხრიკები და რეცეპტები

გემრიელი კერძები ბიუჯეტურად – ხრიკები და რეცეპტები

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025
ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

1 აპრილი 2025
სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში

სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights