სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუ სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის...

„ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუ სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო“

ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მიზნად, კერძო სექტორის კონკურენტად იქცეს.

„მაგრამ თუ კერძო სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში რაღაცას შეიძლება, აგვიანებს, ისე ვერ აკეთებს, როგორც ეს აუცილებელია, აქ ბუნებრივია, სახელმწიფოს შეიძლება უჩნდებოდეს გარკვეული პოზიტიური მოვალეობები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გარკვეული ჩარევის, ინტერვენციის საჭიროება სახელმწიფოს ექნება.

სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული კონკრეტული მედიკამენტები, რომელთა ღირებულებას სრულად ანაზღაურებს. ახლა საუბრები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყნის ბაზრის გახსნა, რომელიმეს დაკეტვა, ხელმისაწვდომობის სირთულეები და ასე შემდეგ, თითქოსდა არის წინაღობა კერძო ბიზნესისთვის, რომ უზრუნველყონ იმპორტი რომელიმე კონკრეტული მედიკამენტისა.

მე ვფიქრობ, რომ არც თუ დამაჯერებელია ბიზნესის არგუმენტები ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, რომლებიც ონკოლოგიასთან არის დაკავშირებული. თუ ასეთი მიმართულებით დეფიციტები კიდევ გახანგრძლივდება და ჩვენ ვერ დავინახავთ ქმედით ნაბიჯებს მათ აღმოსაფხვრელად მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრაზეც და საჯაროდაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იმოქმედონ იმისთვის, რომ ეს დეფიციტები შეივსოს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო თავად განახორციელებს ამ შესყიდვას და სახელმწიფოს მოუწევს, ის, რისთვისაც ბიზნესს უხდიდა თანხას და ყიდულობდა ონკოლოგიური პაციენტების სასარგებლოდ, ამ შესყიდვას თვითონ განახორციელებს და მიაწვდის პაციენტებს.

ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის თუ მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პურ-ღვინო, რას გულისხმობს ქართული ტრადიციული სუფრა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights