ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმიყველაზე ხშირად, რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ

ყველაზე ხშირად, რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ

რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ტატუს გაკეთებას

ყველაზე ხშირად, რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ

გადაცემაში „შენი დილა“ საუბრობს დერმატოლოგი, ნათია თოდუა:

„ყველაზე ხშირად ტატუს გაკეთებას ალერგიული რეაქციები მოსდევს. ალერგიული რეაქცია შეიძლება, უმეტეს წილად, საღებავმა გამოიწვიოს – წითელი ფერის საღებავმა და სხვა, მუქი ფერის საღებავმა. ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს, როგორც ტატუს გაკეთებიდან რამდენიმე საათში, ასევე რამდენიმე თვეშიც. მას დაგვიანებული ალერგიული რეაქცია ეწოდება. თუ ადამიანს ალერგია ტატუს გაკეთების შემდეგ განუვითარდა, ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც მარტივი ამოსაცნობია, რადგანაც კანის დაზიანება ძალიან ზუსტად გასდევს ტატუს ფორმებს. ახასიათებს ქავილი, კანის სიწითლე, წვის შეგრძნება და იშვიათად ტკივილი. როცა კანის ბაქტერიული ინფექციით რთულდება, შესაძლოა, კანის მთლიანობა დაირღვეს და ფუფხოვანი, გამრავლებისკენ მიდრეკილი დაზიანებაც იყოს.“

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights